1
#Statement

31.10.2019

საპატრიარქოს სკანდალი: ჩვენი მიმართვა მედიას

ვაცნობიერებთ რომ ეკლესიაში მიმდინარე პროცესები ძალიან მნიშვნელოვანია და მის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, თუმცა საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მედია საშუალებებმა დაიცვან გაშუქების სტანდარტები და იხელმძღვანელონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით.

მოგეხსენებათ, საზოგადოებაში არსებობს უდიდესი სტიგმა ლგბტქ ადამიანების მიმართ და ეკლესიაში მიმდინარე პროცესებიც მხოლოდ აღნიშნული მდგომარეობის გამოძახილია. გვესმის, რომ ცალკეული რესპოდენტები იყენებენ ისეთ ტერმინებს როგორებიცაა: “უმძიმესი ბრალდება”, “მამათმავლური ცოდვა”, “პედერასტია”, ა.შ. თუმცა მედიამ მიმდინარე პროცესების გაშუქებისას არ უნდა გაიმეოროს იგივე ფორმულირებები და ხელი არ უნდა შეუწყოს ჰომოფობიური ენის ნორმალიზებას.

გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი ეთიკური სტანდარტები და კიდევ უფრო მეტად ნუ წაახალისებთ ჰომოფობიას და სიძულვილს საზოგადოებაში.

გმადლობთ გულისხმიერებისთვის,

თბილისი პრაიდის გუნდი.