1
#Politics #dailynews

15.07.2019

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ქართველ ქვიარ აქტივისტებს შეხვდა

“საქართველოშიც განიცდის ლგბტი თემი მასიურ დისკრიმინაციასა და იზოლაციას. დღეს მე შევხვდი მარიამსა და გიორგის, ორ მამაც აქტივისტს, რომლებიც პატივისცემისთვის, თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის იბრძვიან. მათ სჭირდებათ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ლგბტი უფლებები ადამიანის უფლებებია ყველგან“, – წერს როთი ტვიტერზე.

მიხაელ როთი, ლგბტ თემის უფლებებს გუშინ ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც გამოეხმაურა და თქვა:

“მე მირჩევნია გულღია და გულწრფელი საუბარი. მე რელიგიური ადამიანი და ჩემი ეკლესიის ერთგული ვარ და მესმის, რომ არის გარკვეული გაუგებრობები და ეს გაუგებრობები რუსი პოლიტიკოსებისგანაც მომდინარეობს. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები არასდროს არ უნდა განვასხვავოთ.

ეკლესიისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ გავაძლიეროთ საზოგადოებები, რომლებიც მუდმივად პატივისცემას, ტოლერანტობას გამოხატავს უმცირესობების მიმართ. არ არსებობს გასასამართლებელი საბუთი არც რელიგიური წრეების წარმომადგენლებისგან, რომ დავადანაშაულოთ სექსუალური უმცირესობები. ეს არის სრულიად და ტოტალურად მიუღებელი“.