1
#News

12.12.2019

თბილისი პრაიდის ახალი გამგეობა დაკომპლექტდა

თბილისი პრაიდის გამგეობა დაკომპლექტდა. ორგანიზაციის მიზანი იყო მრავალფეროვანი გამგეობის არჩევა, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო ყველა ჯგუფის ინტერესები წარმოდგენილი ორგანიზაციის უმაღლეს მმართელობით ორგანოში.

გამგეობა ერთი წლის ვადით აირჩა და შემდეგი წევრებით დაკომპლექტდა:

1. ანა აბაშიძე - სამოქალაქო აქტივისტი, ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" დირექტორი;
2. მარია კასენკო - ტრანსგენდერი აქტივისტი;
3. რუსუდან გოცირიძე - საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ქალთა უფლებების დამცველი;
4. იდა ბახტურიძე - ფემინისტი, "ქალთა მოძრაობის" თანადამფუძნებელი;
5. ათინა ბრეგვაძე - ქვიარ-ფემინისტი და მწვანე აქტივისტი;
6. გიორგი ფხაკაძე - ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი, გაეროს და ევროკომისიის კონსულტანტი;
7. ლადო მხეიძე - ლგბტქ აქტივისტი; მხატვარი.

ვულოცავთ ახალ წევრებს და ვუსურვებთ მათ წარმატებებს!