1
#News

17.12.2019

საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის დონაციაზე შეზღუდვა გააუქმა

საქართელოს საკონსტიტუციო სასამართომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ჯანდაცვის მინისტრის ის ნორმა, რომლის მიხედვითაც, კაცებს, რომლებსაც კაცებთან აქვთ სექსი (მსმ), ბოლო სარისკო ქცევიდან 10 წლის განმავლობაში უზღუდავს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობას.

ნეტგაზეთის
ინფორმაციით, განსახილველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ 10 წელი ბევრად აღემატება „ფანჯრის პერიოდს“ და სადავო ნორმა ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად საჭიროზე ბევრად უფრო ხანგრძლივად ზღუდავდა მსმ პირთა უფლებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა იმეორებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს და სახეზე იყო მისი განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.

აღსანიშნავია რომ ჯანდაცვის სამინისტრომ სისხლის დონაციაზე შეზღუდვები ჰომოსექსუალურ ქცევის მქონე მამაკაცებზე 2000 წელს დააწესა.