1

19.02.2020

ახალი პროექტი ულტრა-მემარჯვენე სიძულვილის ჯგუფების საქმიანობის საპასუხოდ

2020 წლიდან "თბილისი პრაიდი" ახორციელებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქი აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ულტრა-მემარჯვენე სიძულვილის ჯგუფების საქმიანობის ეფექტურად საპასუხოდ.

პროექტი მოიცავს ლგბტქი თემისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი აქტორების გაძლიერებისა და მობილიზების, ადვოკატირებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ძირითადი აქტივობებია:

- გასვლითი ტრენინგი სიძულვილის ენის/ნარატივებისა და კონტრ & ალტერნატიული ნარატივების შექმნაზე, ლგბტქი თემის ლიდერებისა და აქტივისტებისთვის;
- პანელური დისკუსია ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმის პრობლემაზე მომუშავე ყველა რელევანტური ორგანიზაციის/ინსტიტუტის მონაწილეობით;
- კვლევა/პოლიტიკის დოკუმენტი;
- მედია კამპანია.

პროექტის ხანგრძლივობა: 01.01.2020 - 31.07.2020.