1
#blogpost

21.02.2020

5 ყველაზე გავრცელებული მითი პრაიდების შესახებ

საქართველოში, ლგბტქი ადამიანების საჯარო სივრცეში შეკრებების, მათ შორის პრაიდების შესახებ არაერთი მითი არსებობს. ეს მითები ხშირად, არასწორ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელსაც წლებია მიზანმიმართულად ავრცელებენ სიძულვილის ჯგუფები. 

სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ყველაზე გავრცელებულ მითს პრაიდების შესახებ: 


1)     პრაიდზე შიშველი ადამიანები დარბიან

 

პრაიდ მარშს ქვეყნისა და კონტექსტის მიხედვით, სხვადასხვა მიზანი და ფორმა აქვს. ამერიკისა და თუ ცენტრალური ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, პრაიდებს აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად, უკრაინაში, პოლონეთსა და მოლდოვაში ნაკლებად საზეიმო და საკარნავალო ფორმა აქვთ. პრაიდი აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოში არის უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.

 

ულტრა-მემარჯვენე სიძულვილის ჯგუფები კი, შეგნებულად ავრცელებენ ზოგიერთი ქვეყნის პრაიდების კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფოტოებს, რათა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და შექმნან მცდარი წარმოდგენა და მოლოდინები საქართველოში პრაიდის ფორმასთან დაკავშირებით.

 

2)     პრაიდს ქართველი აქტივისტები ფულის საშოვნელად ატარებენ

 

აქტივიზმი და აქტივისტური საქმიანობა გულისხმობს საზოგადოებაში ცვლილებების მოხდენის სურვილსა და მცდელობას. აქტივისტები ცდილობენ ხელი შეუწყონ ისეთი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური ან გარემოსდაცვითი რეფორმების განხორციელებას, რომელთა შედეგადაც საზოგადოება ვიცხოვრებთ მეტად თავისუფალ, თანასწორ და სამართლიან გარემოში

 

აქტივისტები, რომლებიც პრაიდს აორგანიზებენ თავად არიან ლგბტქი ადამიანები. ისინი იბრძვიანი საკუთარი თავისა და თემის უფლებებისთვის. პრაიდის ორგანიზებისთვის, ორგანიზაციები და აქტივისტები იღებენ დაფინანსებას საერთაშორისო პარტნიორებისგან, ისევე როგორც ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს ბიზნესი და შესაბამისად, დამოკიდებულია ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებული ინსტიტუციების ფინანსურ მხარდაჭერაზე. დაფინანსების უდიდესი ნაწილი  საორგანიზაციო და ლოჯისტიკური კუთხით იხარჯება.

 

 

3)     პრაიდი ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ზნეობას

 

პრაიდის მიზანია ლგბტქი ადამიანების პრობლემების წინ წამოწევა და ზოგადად, ლგბტქი ადამიანების ხილვადობის გაზრდა. პრაიდზე ადამიანები გამოდიან არაგარყვნილებისპროპაგანდისთვის, არამედ იმ უფლებებისთვის საბრძოლველად რაც მათ როგორც ადამიანებს გააჩნიათ, თუმცა წართმეული აქვთ კანონმდებლობითა თუ პრაქტიკით. ასეთი უფლებები და თავისუფლებებია თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, უსაფრთხოება, განათლებასა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და სხვ.

 

პრაიდ მარშის ჩატარება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია, რადგან ის არის მშვიდობიანი შეკრება და მანიფესტაციის ერთ-ერთი სახე. შესაბამისად, კანონით გარანტირებული უფლებით სარგებლობა ვერ იქნება საზოგადოებრივი ზნეობის საწინააღმდეგო.

 

 

4)     პრაიდის შედეგად ჰომოსექსუალთა რიცხვი იზრდება

 

სინამდვილეში, არ არსებობს არცერთი მეცნიერული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ შესაძლებელია ვინმე დაარწმუნო შეიცვალოს სექსუალობა. შესაბამისად, ლგბტქი საკითხებზე საუბარი ან ლგბტქი ადამიანების დანახვა ვერავის შეაცვლევინებს ორიენტაციას. თუმცა, ზოგი იკითხავსმაშინ როგორ ხდება ის, რომ უფრო და უფრო მეტი ასეთი ადამიანი ჩანს?“. საქმე იმაშია, რომ პროგრესთან ერთად, მეტი ადამიანი ბედავს საკუთარ იდენტობაზე ღიად საუბარს. იზრდება არა ლგბტქი ადამიანების რაოდენობა, არამედ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ამ თემაზე საუბარს და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას იწყებს.

 

5)     პრაიდზე მხოლოდ ლგბტქი ადამიანები გამოდიან

 

პრაიდ მარშებში მონაწილეობენ არამხოლოდ ლგბტქი ადამიანები არამედ, ჰეტეროსექსუალი ადამიანებიც - მხარდამჭერები. მაგალითად, სტოკჰოლმის პრაიდში მონაწილეობს 500,000 ადამიანი. აქედან, 40% ჰეტეროსექსუალია. პრაიდებს მთელ მსოფლიოში უერთდებიან ადამიანები, მიუხედავად მათი სქესისა, ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, რწმენისა და რელიგიისა, მიუხედავად იმისა, არიან ქალაქიდან თუ სოფლიდან. არიან ლექტორები თუ სპორტსმენები, რადგან პრაიდები არ ეხება მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას. პრაიდი ეხება ადამიანის უფლებებს. შესაბამისად, პრაიდ მარშებში მონაწილეობს ყველა ვისთვისაც ადამიანის უფლებები და თანასწორობა მნიშვნელოვანია.



სტატიაზე იმუშავა "თბილისი პრაიდის" ახაგაზრდული ტრენინგის "ჩვენ ვიწყებთ" მონაწილეთა ჯგუფმა.


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა სრულად არ გამოხატავდეს "თბილისი პრაიდის" შეხედულებებს.