თბილისი პრაიდი 2023

Პრაიდის კვირეული ლგბტქი თემისთვის არის ერთმანეთის გაცნობის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის შესაძლებლობა. Პრაიდ კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ლგბტქი მოძრაობას ყავს აქტიური და გავლენიანი მოწინააღმდეგეები, რომლებიც გამიზნულად და დაგეგმილად უშლიან ხელს ლგბტქი ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და თანასწორობის მიღწევას. 

გვჯერა, რომ 2023 წლის თბილისი პრაიდის კვირეულის ჩატარებით გავზრდით თემის პოზიტიურ ხილვადობას, ავამაღლებთ ცნობიერებას, უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას, გავაძლიერებთ თემს, შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან და ბოლოს, წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას. 

წელს, თბილისი პრაიდ კვირეული მოიცავს სამ ძირითად ღონისძიებას: 

პრაიდის კვირეულის გახსნა
2 ივლისი

Საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია
6 ივლისი

Პრაიდის ფესტივალი 
8 ივლისი

Შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა 2023 წლის პრაიდის კვირეულში და მხარი დაუჭირეთ ლგბტქი ადამიანების თანასწორობას საქართველოში.