1
    

ვაკანსია - იურისტი

28.04.2021


ლგბტქ ადამიანების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

თბილისი პრაიდი არის სამოქალაქო  მოძრაობა, რომელიც უპირისპირდება ჰომო/ტრანსფობიას და საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენების გზით იბრძვის მისი დაძლევისთვის. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები.

ძირითადი მოვალეობები:

ორგანიზაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
სამართლებრივი დოკუმენტების შესწავლა და ანალიზი;
ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
თბილისი პრაიდის ინტერესების წარმოდგენა ადმინისტრაციული ორგანოების, სასამართლოებისა და საგამოძიებო ორგანოების წინაშე.
მედია საშუალებებთან კომუნიკაცია თბილისი პრაიდის სახელით, მის მოვალეობებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით.


ძირითადი მოთხოვნები:
 
უმაღლესი იურიდიული განათლება;
სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
ადვოკატის სტატუსი საერთო ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით;
იურუდიული დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
კარგი ვერბალური და წერითი უნარები;
ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;


განაცხადის შემოტანის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tbilisipride@gmail.com. 
რეზიუმე (СV);
უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა;

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 8 მაისი, 19:00 საათი.

Სამუშაო განაკვეთი: არასრული
Სამუშაო საათები: მოქნილი გრაფიკი
Ხელფასი: შეთანხმებით