1
#News
    

“ტელეიმედის“ თვითრეგულირების საბჭომ „თბილისი პრაიდის“ საჩივარი დააკმაყოფილა

31.05.2021


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის უფლებათა კლინიკის დახმარებით, თბილისი პრაიდმა საჩივარი შეიტანა ტელეკომპანია იმედის თვითრეგულირების საბჭოში და მოითხოვა რეაგირება ტელეკომპანიის ეთერით, 2021 წლის 16 მარტს, გადაცემა „სიცრუსი დეტექტორში“ გაჟღერებულ დისკრიმინაციულ განცხადებებზე.

 

ტელეკომპანიის თვითრეგულირების საბჭომ შეისწავლა საჩივარი და დაადგინა მაუწყებელთა ქცევის კოდექსის რამდენიმე პუნქტის დარღვევა.

 

მიუხედავად იმისა რომ, გადაცემის წამყვანმა გამოთქვა დისკრიმინაციული განცხადებების საპირისპირო პოზიცია, აღნიშნული მცდელობა არ იყო საკმარისი, რადგან მისი პოზიცია არ ყოფილა მკაფიო და ცალსახა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გადაცემა არ გადაიცემა პირდაპირ ეთერში და შესაძლებელი იყო მისი რედაქტირება კანონის შესაბამისი ნორმების დაცვით.

 

თვითრეგულირების საბჭოს განცხადებას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტში.

 

თბილისი პრაიდის გუნდი მიესალმება თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოხდება გადაცემის რედაქტირება და აღნიშნული გადაცემა ტელეკომპანიის ყველა საკომუნიკაციო არხზე აიტვირთება განახლებული ფორმით, დისკრიმინაციული ფრაზების გარეშე. მიგვაჩნია რომ ეს პრეცედენტი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია სამომავლოდ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის უპირობო დაცვაში.

ტელეიმედის თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილება by Tbilisi Pride on Scribd