1
#Statement
    

ევროსაბჭო: საქართველოს მთავრობამ უნდა დაიცვას ლგბტქ ადამიანები ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან

07.10.2021


ჩვენ, ხელმომწერი პირები ვაცხადებთ:

ლგბტქ ადამიანები საქართველოში ამ დრომდე აწყდებიან დისკრიმინაციასა და სტიგმას პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, ხშირია ძალადობის და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები. კოვიდ-19-ის პანდემიამ ლგბტქ ადამიანების მოწყვლადობა კიდევ უფრო გაზარდა.

ამასთანავე, მზარდია ლგბტქ იდენტობების დელეგიტიმიზაციის მცდელობები, ხოლო ორგანიზებული სიძულვილის ჯგუფების მხრიდან დამამცირებელი ლექსიკა და ქმედებები ლგბტქ ადამიანებს საფრთხეში აგდებს. 5 ივლისს, თბილისი პრაიდის ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ, გაეუქმებინათ დაგეგმილი მსვლელობა, მას შემდეგ რაც სიძულვილით მოტივირებულმა ჯგუფებმა დაარბიეს ორგანიზაციების ოფისები და თავს დაესხნენ ჟურნალისტებს. სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების დემონსტრაციები მთავრობის ყურადღების გარეშე ორგანიზდება. ხელისუფლების მხრიდან ძალადობაზე  სუსტი პასუხი მიუთითებს ქვეყნის წარუმატებლობაზე, აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრინციპები.

ჩვენ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას, რომ უნდა დაიცვან ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, და მოვუწოდებთ პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, დაიცვას ჟურნალისტები თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და რიგითი ადამიანები თავიანთი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობისას.  

COE: The Georgian authorities must take action to protect LGBTI people by Tbilisi Pride on Scribd