1
    

დისფუნქციურო ოჯახი - რა მოვიმოქმედოთ?!

15.10.2021


“ჩემი მშობლები ყოველ კვირა დადიან ეკლესიაში. ბაბუაჩემი სასულიერო პირი იყო, დედაჩემი კი ბავშვობიდან ესწრება ქადაგებებს. არ მიყვარს ვინმეზე ცუდს როცა ვამბობ, მაგრამ ჩემი მშობლები სხვებს განსჯიან, ნებისმიერ შანსს იყენებენ, რათა აღნიშნონ რომ ვინმე მსუქანია, გეია ან ამაზრზენია.

მე 13 წლიდან ვიცი, რომ გოგოები მომწონს, ახლა 31 წლის ვარ. ცხოვრების მანძილზე ბევრ ბიჭს ვხვდებოდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემი ოჯახისთვის მესიამოვნებინა. რასაკვირველია ეს ჩემზე ნეგატიურად მოქმედებდა და დეპრესიული გავხდი. ასე გაგრძელება არ შემეძლო და ბოლოს მშობლებს ყველაფერი ვუთხარი. ახლა ქალი პარტნიორი მყავს და იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ჩემი მშობლები ამას ძალიან მძიმედ იტანენ. მათ თქვეს, რომ ჯობია ჩემს 90 წლის ბაბუას არ ვუთხრა, თორემ მას ინფარქტი დაემართება და გარდაიცვლება.

დედაჩემი ამბობს, რომ მას აქვს ძლიერი პანიკური შეტევები და არ ესმის ეს ყველაფერი. მამაჩემმა მითხრა, რომ რაღაც ჰორმონალური დარღვევა მაქვს და მკურნალობა მჭირდება. ახლა ჩემს შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ. მშობლები უარს ამბობენ მასთან შეხვედრაზე, ისინი ამბობენ, რომ უპირობოდ ვუყვარვარ და მეპატიჟებიან, თუმცა უარს ამბობენ ჩემს პარტნიორთან შეხვედრაზე. მათ უკვე 1 წელია რაც იციან, რომ მე ლესბოსელი ვარ. არ ვიცი რა მოვიმოქმედო, არ მინდა მშობლებთან, ოჯახთან ურთიერთობის დაკარგვა, მათთან ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი. ისინი უარყოფენ და არ აღიარებენ ჩემს ცხოვრებას. “

 

არამიმღებლური ეკლესია ადამიანებს წვრთნის, რომ იყვნენ ისეთები, როგორც თქვენი ოჯახია. ცუდი არ არის ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. საკუთარ თავს, თვითონ ააშკარავებენ. თქვენ გულწრფელად აფასებთ სიტუაციას.

რისი დაკარგვა არ გინდათ? კონკრეტულად რა ურთიერთობა გაქვთ თქვენს მშობლებთან? ისინი არ გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ, მათ მიაჩნიათ, რომ შენ გჭირდება “ჰომოსექსუალობისგან განკურნება”. ის სრულიად საზიანო, შემზარავი და არაადამიანური, არაეთიკური პრაქტიკაა. ისინი უარს ამბობენ თქვენი ცხოვრების აღიარებაზე. ისინი ამბობენ რომ უყვარხართ, მაგრამ ეწინააღმდეგებიან საკუთარ ნათქვამს და უარს ამბობენ შეხვედრაზე. ისინი არც კი განიხილავენ იმ წლებს, რომლებიც თქვენ მათ ბედნიერებას შესწირეთ. თქვენ იმ მამაკაცებს ხვდებოდით, რომელიც არ გიყვარდათ, რომ ოჯახისთვის ბედნიერება მოგეტანათ, ეს უდიდესი მსხვერპლია.

რეალურად თქვენ კარგავთ ოჯახის იდეალს, იმ წარმოდგენას, რომელიც გქონდათ საკუთარ ოჯახზე. რეალობა კი სულ სხვაა. ეს არის უმძიმესი რამ გასააზრებლად, როცა პირისპირ რჩები ამ ფაქტთან, მაგრამ ეს თუ არ გავიაზრეთ, შეუძლებელია გვქონდეს რაიმე წინსვლა.

ის, რაც თქვენ და ბევრ ლგბტ ადამიანს არ აქვს ამ სიტუაციაში, არის ჯანსაღი ოჯახი. უსაფრთხო სივრცე, სადაც თქვენ ხართ მიღებული და შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ, როგორიც ხართ.

ძნელია აღიარო, რომ შენი ოჯახი არასაიმედოა. მათ არ შეუძლიათ უპირობო სიყვარული. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია. ნუ ეცდები ისინი შეცვალო, ამაზე შეიძლება ძალიან, ძალიან ბევრი დრო დახარჯო. Მიეცი დრო და თუ შეიცვლებიან, თვითონ მოვლენ შენთან.

ასე რომ, წადი, ისიამოვნე შენი ცხოვრებით პარტნიორთან ერთად. აი სად არის შენი მომავალი. არ ხარ ვალდებული ლგბტი თემის წინააღმდეგ დაწყებული ომის ნაწილი გახდე.  შენი გული იმსახურებს სიყვარულს ამ მშვენიერ ცხოვრებაში. დაიმახსოვრე, შენ საკმარისი, მთელი და სრულყოფილი ხარ! შენ გაქვს უფლება გიყვარდეს და იმსახურებ სიყვარულს. ადრე თუ გვიან, შეიძლება შენმა ბიოლოგიურმა ოჯახმა მიგიღოს. ყველაფრის მიუხედავად შენი არჩეული ოჯახი, ყოველთვის დაგიდგებით გვერდში, მიგიღებთ და ჩაგეხუტებით.




ბლოგპოსტი მოამზადა "თბილისი პრაიდმა" აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ბლოგპოსტის შინაარსზე პასუხისმგებელია "თბილისი პრაიდი". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.