1
#News
    

“თბილისი პრაიდს” ახალი დირექტორები ჰყავს!

14.12.2021


დღეიდან ორგანიზაციას თანადირექტორები, მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი უხელმძღვანელებენ.

2021 წლის 14 ნოემბერს “თბილისი პრაიდის” გამგეობამ იმსჯელა და გადაწყვიტა ორგანიზაციის მართვის ჩაბარება გუნდის გამოცდილი წევრებისთვის, რის შესახებაც დღეს, 14 დეკემბერს საჯარო რეესტრში ოფიციალურად განვაცხადეთ. შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამო გამგეობის წევრობაზე უარი თქვა დათო სუბელიანმა.

ანა სუბელიანი - სოციალური მუშაკი, რომელსაც მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სამთავრობო ასევე არასამთავრობო სექტორში. ანა თბილისი პრაიდში 2020 წლიდან მუშაობს.

მარიამ კვარაცხელია - იურისტი და თბილისი პრაიდის თანა-დამფუძნებელი. მარიამი ლგბტქ აქტივიზმში ჩართულია 2015 წლიდან, 2021 წელს დაასრულა სასექსის უნივერსიტეტი და დაბრუნდა საქართველოში.

ორგანიზაციის მთელი გუნდის სახელით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ანას და მარიამს. ასევე, გვსურს მადლობა გადავუხადოთ ორგანიზაციის ყოფილ დირექტორს და თანადამფუძნებელს, გიორგი თაბაგარს, იმისთვის, რომ ირწმუნა “თბილისი პრაიდის” შექმნის იდეა და მისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლგბტქ მოძრაობის განვითარებაში.