1
    

ლექსოსთვის

02.12.2021


დღეს ლექსო ლაშქარავა 38 წლის გახდებოდა. ლექსოს გარდაცვალება თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი ტრაგედია და მოუშუშებელი ჭრილობაა. 

ლექსო ლაშქარავა იყო თავისი საქმის პროფესიონალი, რომელიც უსამართლობასთან ბრძოლას და თანასწორობის იდეას შეეწირა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ტრაგედია მოჰყვა 5-6 ივლისს მომხდარ ორგანიზებულ ძალადობას ჰომოფობიურ ნიადაგზე, რომელზეც პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, საპატრიარქოსა და სიძულვილის რადიკალურ ჯგუფებს ეკისრებათ. 

ლექსოს გარდაცვალებიდან ხუთი თვის თავზე, მისი მკვლელები დღესაც დაუსჯელები არიან. ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით არამხოლოდ წაახალისა ძალადობა, არამედ  აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გამოცხადებული ომის უშუალო თანამონაწილე გახდა. 

“თბილისი პრაიდის” გუნდის სახელით, გვინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ ლექსოსადმი, მისი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმისთვის. ახლა უკვე თითოეული ჩვენგანის ვალია განვაგრძოთ ბრძოლა სამართლიანობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ დემოკრატიული და თანასწორუფლებიანი სახელმწიფოს ასაშენებლად.