1
#News
    

17 მაისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველო გაამტყუნა

16.12.2021


2013 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება გამოქვეყნდა.
 
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით 2013 წლის 17 მაისს, ლგბტქ აქტივისტებისა და თემის წევრების მიმართ განხორციელდა: 

არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 3) დისკრიმინაციასთან კავშირში (მუხლი 14);

დაირღვა ლგბტქ ადამიანებისა და ორგანიზაციების მშვიდობიანი შეკრების უფლება (მუხლი 11) დისკრიმინაციულად (მუხლი 14).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს პოლიციამ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა 2013 წლის 17 მაისს აქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას, ხოლო მოპასუხე სახელმწიფომ, საქართველომ ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა და ვერ უზრუნველყო მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. საქართველოს მთავრობას დაზარალებულებისთვის ჯამურად €193 500-ის გადახდა დაეკისრა.