1
#Statement
    

სახელმწიფო, სად ხარ?! - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

14.06.2019


მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით, მთავრობის კანცელარიის წინ, 19:00 საათზე.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს, საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და აქტივისტები გამოვალთ მთავრობის კანცელარიის წინ და მოვითხოვთ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების, მამუკა ბახტაძის, გიორგი გახარიასა და ირაკლი კობახიძის მიერ საჯარო განცხადებების გაკეთებას თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.
დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება!