1
    

პრაიდ კვირეულის პირველი ღონისძიება - ქვიარ სპექტაკლი, ჩატარდა

20.06.2019


"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება - სპექტაკლი "კავკასიური მეტაფორმოზა" მნიშვნელოვანი დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ჩატარდა.

ფრანც კაფკას მოთხრობა "მეტამორფოზას" მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი "კავკასიური მეტამორფოზა" მოგვითხრობს ტრანსფორმაციაზე, რომელსაც საქართველოში ლგბტქ თემის წევრები გადიან და იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ამ ცვლილებებზე საზოგადოება.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ ლგბტქ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდნენ რეპეტიციებს. სცენარის ავტორები და ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ნინო ბოლქვაძე და ნანუკა თევზაძე.