1
    

თბილისი პრაიდი აცხადებს ვაკანსიებს

19.01.2022


თბილისი პრაიდი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:


1. კომუნიკაციების მენეჯერი

2. გრაფიკული დიზაინერი

3. Რეგიონალური წარმომადგენელი კახეთში 


“თბილისი პრაიდი” არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უპირისპირდება ჰომო/ტრანსფობიას და საჯარო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გამოყენების გზით იბრძვის მისი დაძლევისთვის. მოძრაობის მიზანია ქვეყანაში ისეთი გარემოს ფორმირების ხელშეწყობა, რომელშიც ლგბტქი ადამიანები არიან დაცულები, მიღებულები, თავისუფლები და სხვა მოქალაქეების თანასწორები.



  1. კომუნიკაციების მენეჯერი 


სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული: ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში (თბილისი)

სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)

ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 იანვარი, 2022

კომუნიკაციების მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ორგანიზაციის შიდა და გარე კომუნიკაციების სტრატეგიულად დაგეგმვა და მართვა; 

  • ლგბტქ უფლებების დაცვისა და თანასწორობის მხარდამჭერი ნარატივებისა და მესიჯ-ბოქსების შემუშავება ორგანიზაციის გუნდთან ერთად;

  • Მედია საშუალებებთან, მათ შორის პროდიუსერებთან მუშაობა შესაბამისი კონტენტის შექმნის მიზნით;

  • Პრესრელიზების მომზადება და სხვა ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

  • Პარტნიორ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა;

  • ორგანიზაციის კომუნიკაციების ეფექტურობასთან დაკავშირებული უკუკავშირის უწყვეტად მიღება და დამუშავება. 


Ძირითადი მოთხოვნები:

  • Მსგავს პოზიციაზე ან სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • ლგბტქ საკითხებისადმი მგრძნობელობა;

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. 


გამოგვიგზავნეთ CV და ერთ გვერდიანი სამოტივაციო წერილი  ელ. ფოსტაზე: [email protected]. საგნის გრაფაში მიუთითეთი: კომუნიკაციების მენეჯერი.



  1. Რეგიონალური წარმომადგენელი კახეთში 


სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული: ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში (კახეთი)

სამუშაო განაკვეთი: არასრული (40%)

ანაზღაურება: თვიური 900 ლარი (გადასახადების ჩათვლით)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 იანვარი, 2022

Რეგიონალური წარმომადგენლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • Სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ლგბტ+ ადამიანის უფლებების, თანასწორობის, მრავალფეროვნების, და სხვ. საკითხებზე შეხვედრების ჩატარება;

  • არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, ლგბტ+ თემატიკაზე სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ჩატარება;

  • ლგბტ+ თანასწორობის მხარდამჭერი კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ონლაინ და ფიზიკურ სივრცეებში. 


Ძირითადი მოთხოვნები:

  • Მსგავს პოზიციაზე ან სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • პროექტების/ღონისძიებების დაგეგმვის და განხორციელების გამოცდილება;

  • Სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციში და/ან ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • ლგბტქ საკითხებისადმი მგრძნობელობა. 


გამოგვიგზავნეთ CV და ერთ გვერდიანი სამოტივაციო წერილი  ელ. ფოსტაზე: [email protected]. საგნის გრაფაში მიუთითეთი: წარმომადგენელი კახეთში.



  1. გრაფიკული დიზაინერი


სამუშაო ადგილი: ჰიბრიდული: ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში (თბილისი)

სამუშაო განაკვეთი: არასრული (50%)

ანაზღაურება: თვიური 1300  ლარი (გადასახადების ჩათვლით)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28 იანვარი, 2022 

გრაფიკული დიზაინერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანერების შექმნა ციფრული არხებისთვის;

  • მუშაობა კონტენტ-კალენდრის მიხედვით;

  • სხვადასხვა პროექტებსა და კამპანიებში აქტიურად ჩართვა.



Ძირითადი მოთხოვნები:

  • Მსგავს პოზიციაზე ან სფეროში მუშაობის გამოცდილება;

  • PS, AI პროგრამების ცოდნა;

  • გრაფიკული დიზაინის ტრენდების გაცნობა;

  • ციფრულ ტექნოლოგიებში კომპეტენცია;

  • ლგბტქ საკითხებისადმი მგრძნობელობა.


გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: tbil[email protected]. საგნის გრაფაში მიუთითეთი: გრაფიკული დიზაინერი.

 

დამატებითი ინფორმაცია: 

“თბილისი პრაიდში” დასაქმების შემთხვევაში, გექნებათ შესაძლებლობა მუდმივად იზრუნოთ კვალიფიკაციისა ამაღლებაზე. ორგანიზაცია თანამშრომლებს რეგულარულად სთავაზობს ტრენინგებსა და გადამზადების კურსებს მათი საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე, თანამშრომლები სარგებლობენ IRAO-ს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევით რასაც შეგიძლიათ თქვენც შეუერთდეთ.