1

ჰარვი მილქი

27.11.2021


2021 წელს, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილის გამო, ჰარვი მილქის სახელი დაერქვა ა.შ.შ-ს საზღვაო ფლოტის ერთ-ერთ გემს. 


ჰარვი მილკი ამერიკელი, პირველი ღიად ჰომოსექსუალი პოლიტიკოსია, რომელიც აშშ-ში საჯარო სამსახურში აირჩიეს. Სან-ფრანცისკოს ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შედეგად, იგი ქალაქის საზედამხედველო საბჭოს წევრი გახდა.


ჰარვი მილქი სამაშველო გემზე მყვინთავი ოფიცერი და ლეიტენანტი იყო, მაგრამ 1955 წელს, მისი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების შემდეგ, ის იძულებული გახდა სამსახური დაეტოვებინა. Სწორედ ამ ამბის შემდეგ გადაწყვიტა მან პოლიტიკაში ჩართვა. Პირველი და მეორე არჩევნები მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ჰარვი არასდროს დანებებულა და რიგით მესამე არჩევნებში, 1977 წელს მოიპოვა კიდეც გამარჯვება. 


Ჰარვი მილკი ქალაქის ზედამხედველის პოსტზე მხოლოდ 11 თვეს მსახურობდა და ამ პერიოდში მან მოახერხა სან-ფრანცისკოს საჯარო საცხოვრებლებში დამკვიდრებული დისკრიმინაციის აკრძალვის კანონის მიღება. თუმცა მილკს ბევრი რეფორმის გატარება არ დასცალდა, რადგან იგი, 1978 წლის 27 ნოემბერს მისმა ოპონენტმა, დენ უაიტმა მოკლა. 


მილკის დაკრძალვა ქალაქის ცხოვრებაში უდიდესი მოვლენა გახდა. დაკრძალვის პროცესიაზე ფერადი დროშებით მოსულ ხალხთა ჯაჭვი რამდენიმე კვარტალზე გაიჭიმა. მილკის მკვლელს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. Ჰარვი მილკის მომხრეთა უმრავლესობა ამ სასჯელს ზედმეტად რბილად მიიჩნევდა. სასამართლოს ვერდიქტით გამოწვეული უკმაყოფილება მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევიდა, როგორც "თეთრი ღამის ჯანყი".