1

მარშა პი ჯონსონი

04.11.2021


მარშა პი ჯონსონი (1945-1992) ლგბტქ ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა - ამერიკელი ხელოვანი, დრეგ-ქვინი და ლგბტქ აქტივისტი, რომელიც აქტიურად ჩაერთო “სტოუნვოლის” ამბოხში. 


Სტოუნუოლის ამბოხი 1969 წლის 28 ივნისს დაიწყო, მაშინ როცა ნიუ-იორკში არსებულ ერთადერთ გეი ბარში პოლიციელებმა მორიგი რეიდი განახორციელეს და ლგბტქ თემზე ძალადობა კიდევ ერთხელ სცადეს. Ბარში მყოფი ადამიანები პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, აღარ მოითმინეს უსამართლობა. წინააღმდეგობის ამ აქტმა მსოფლიოში თანამედროვე ლგბტქ აქტივიზმსა და პრაიდ გამოსვლებს ჩაუყარა საფუძველი. 


სტოუნუოლის ამბოხიდან 1 წლის თავზე, 1970 წლის ივნისში, პირველად ჩატარდა პრაიდები აშშ-სა და ევროპის დიდ ქალაქებში. ამავე წელს, მარშა პი ჯონსონსმა მეგობარ სილვია რივერასთან ერთად დაარსა ორგანიზაცია “სტარი” (Street Transvestite Action Revolutionaries) და ათწლეულების განმავლობაში, გარდაცვალებამდე ეხმარებოდა უსახლკარო ტრანსგენდერ და ქვიარ ახალგაზრდებს და იბრძოდა მათი უფლებების დაცვისთვის. 


ნიუ-იორკის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან ისტ რივერის პარკი მარშა პი ჯონსონის სახელობისაა. აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო პარკს ლგბტქ აქტივისტის და უფლებადამცველის სახელი მიენიჭა.