1

სარა ჰეგაზი

14.06.2021


14 ივნისი სარა ჰეგაზის, ეგვიპტელი მწერლის, ქვიარ ფემინისტისა და ლესბოსელი აქტივისტის გარდაცვალების დღეა.14 ივნისი სარა ჰეგაზის, ეგვიპტელი მწერლის, ქვიარ ფემინისტისა და ლესბოსელი აქტივისტის გარდაცვალების დღეა.


სარა ჰეგაზი 2017 წელს ეგვიპტის პოლიციამ კონცერტზე ცისარტყელა დროშის აფრიალებისთვის დააკავა. 3 თვის განმავლობაში სარა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო ეგვიპტის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ იგი ლტოლვილად ჩაბარდა კანადაში, წამების შემდეგ რეაბილიტაცია სარასთვის მარტივი არ ყოფილა. იგი მუდმივად იტანჯებოდა პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობით(PTSD) და 2020 წლის 14 ივნისს, სწორედ ამის გამო სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.


სარა ჰეგაზის ტრაგიკულმა მაგრამ ამავდროულად გმირულმა ისტორიამ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიწვია გამოხმაურება. მათ შორის მისი გამოსახულებით სტენსილები გამოჩნდა ისეთ არაბულ ქვეყნებში როგორებიცაა იორდანია, მაროკო და ლიბანი.


2020 წლის ევროპული ქალაქების პრაიდების უმეტესობა სარას ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.