1
    

"თბილისი პრაიდმა" ECRI-ს საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა

28.02.2022


"თბილისი პრაიდმა" ევროპულ კომისიას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე და შეკრების თავისუფლებაზე, 5 ივლისის მოვლენებზე, ლგბტი ადამიანის გამოწვევებზე Covid-19-ის პანდემიის პერიოდში, გენდერის სამართლებრივ აღიარებაზე, საქართველოში ინტერსექსი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის არარსებობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვფიქრობთ, ეს ანგარიში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყნის კონტექსტის უკეთ გასაცნობად, ECRI-ის წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტამდე, რომელიც 2022 წელსაა დაგეგმილი.

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) დააარსა ევროპის საბჭომ. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს და სპეციალიზდება რასიზმსა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იგი შედგება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრებისაგან, რომლებიც ინიშნებიან მორალური ავტორიტეტისა და რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საკითხებში გამოცდილების საფუძველზე.

“თბილისი პრაიდის” მიერ წარდგენილი ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

Tbilisi Pride Submission to ECRI by Tbilisi Pride on Scribd