1
#Statement
    

განცხადება სამოქალაქო აქტივისტების დაკავების შესახებ

11.03.2022


Ჩვენი სრული მხარდაჭერა 2022 წლის 7 მარტს დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს და მოძრაობა “სირცხვილიას” წევრს, შოთა დიღმელაშვილს, რომელიც ახლაც საპატიმრო დაწესებულებაში რჩება.


Შოთა პატიმრობით შენობისთვის კვერცხის სროლის გამო დაისაჯა (კვერცხი არც შენობას და არც ადამიანის არ მოხვედრია). იგი იმავე სახელმწიფომ დასაჯა, რომელსაც რეაქცია არ ჰქონია, როცა “თბილისი პრაიდის” ოფისს ულტრამემარჯვენე ჯგუფები თვეების განმავლობაში ესხმოდნენ თავს, ესროდნენ კვერცხებს, გუდრონსა და საღებავებს.


ამას წინ უძღოდა აქტივისტების ძალადობრივი დაკავება და მათი გადაყვანა დიღმის მთავარი სამმართველოს იზოლატორში, სადაც მათ სიცივესა და ანტისანიტარიაში, ღირსების შემლახველ პირობებში მოუწიათ ღამის გატარება.


Შოთა დიღმელაშვილის პატიმრობა, რომელიც მისი ქმედებისთვის არაპროპორციული სასჯელია, აქტივისტების დაკავება საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, შერჩევით, გადამეტებული ძალის გამოყენებით, მათდამი აგრესიული მოპყრობა, მათ წინააღმდეგ აღძრული დაუსაბუთებელი საქმეები, სხვა არაფერია, თუ არა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკით აქტივისტების დაშინებისა და გაჩუმების მცდელობა.


Სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა, როცა 5-6 ივლისის პოგრომის ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფო ტოლერანტულია ძალადობრივი, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიმართ, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ კი, პოლიციურ ძალასა და რეპრესიულ პოლიტიკას მიმართავს. ადმინისტრაციული დაკავების თვითნებური გამოყენება, შეკრებისა და გამოხატვის ფორმების მკაცრი კონტროლი და დასჯა, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და კიდევ ერთი ნაბიჯია ავტორიტარული რეჟიმისკენ.