1

Მარსელ მური და კლაუდ კაჰუნი

30.03.2022


Მარსელ მური და კლაუდ კაჰუნი, ფრანგი ლესბოსელი წყვილი რომელმაც მეორე მსოფლიო ომის, დროს ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანა.

1937 წელს, ნაციზმის საფრთხის გამო, წყვილი საფრანგეთიდან ბრიტანეთის კუნძულ ჯერსიზე გადავიდა საცხოვრებლად. 3 წლის შემდეგ, 1940 წელს, როცა ნაცისტებმა კუნძულის ოკუპაციაც მოახერხეს, წყვილმა კუნძულზე დარჩენა და თავიანთი მეთოდებით ბრძოლა გადაწყვიტა. ორივე მათგანი კარგად ფლობდა გერმანულ ენას, შესაბამისად, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე არსებულ ანტი-ნაცისტურ პროპაგანდას თარგმნიდნენ და გერმანელ ჯარისკაცებში ავრცელებდნენ.

ორივე მათგანი ხშირად კაცის ფორმაში გადაცმული ესწრებოდა გერმანელი ჯარისკაცების შეკრებებს და ცდილობდა საუბრით შეეცვალა ჯარისკაცების პოზიტიური წარმოდგენა ნაციზმის შესახებ. მთელი კუნძულის მასშტაბით მათი გავრცელებული ანტი-ნაცისტური წერილები ისტორიაში "ქაღალდის ტყვიების" სახელით შევიდა.

1944 წელს მარსელმა და კლაუდმა ჯერსის ცენტრალურ კათედრალზე სარკასტული ბანერი გადმოფინეს. “ქრისტე დიდებულია რადგან მოკვდა ხალხისთვის, მაგრამ ჰიტლერი კიდევ უფრო დიდებულია რადგან ხალხი მზადაა მოკვდეს მისთვის.” 

Მათი აქტივიზმი ნაცისტებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, 1944 წელს ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1945 წელს ბრიტანულმა არმიამ ჯერსი ნაცისტებისგან გაათავისუფლა, შესაბამისად მარსელი და კლაუდი სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ, თუმცა პატიმრობაში მძიმე პირობების გამო, ორივე ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო და ორივე მათგანი მალევე გარდაიცვალა.