
ევროპარლამენტის კრიტიკული შეფასება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით
05.04.2022
ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს “თბილისი პრაიდის” ოფისზე თავდასხმებსა და ძალადობრივი ჯგუფების მიერ 2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის წევრების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე.
ევროპარლამენტი მიუთითებს 5 ივლისის “ტრაგიკულ მოვლენებსა” და საჯარო პირების მიერ გაკეთებული ჰომოფობიურ განცხადებებს შორის კავშირზე. Მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო “ღირსების მარშის” მონაწილეთა ეფექტური დაცვა და უსაფრთხოება.
“როგორც [5 ივლისის მოვლენები], ასევე მთავრობის პასუხისმგებლობა Ჩრდილქვეშ აყენებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას და [საფრთხეს უქმნის] საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი სახელმწიფოს, იმიჯს” - ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისათვის მნიშვნელოვანია არადომინანტური ჯგუფების, მათ შორის ლგბტ თემის წევრების უფლებების დაცვა და მათი დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმა.