1
    

ვაკანსია Tbilisi Pride-ში

28.04.2022


ვეძებთ პასუხისმგებლობიან, საინტერესო და მოტივირებულ ადამიანს, რომელიც დროებით შემოუერთდება ჩვენს გუნდს და პრაიდ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციის ორგანიზებაში ჩაერთვება. 

სამუშაო მოიცავს 2022 წლის მაისსა და ივნისს და სრულ განაკვეთზე, ჰიბრიდულ რეჟიმში (ონლაინ/ოფლაინ) მუშაობას გულისხმობს. 

რეგიონული კონფერენციის კოორდინატორის მოვალეობები მოიცავს: 
კონფერენციის საორგანიზაციო პროცესში სრულ ჩართულობას;
კონფერენციის სპიკერებთან, მხარდამჭერებთან, დონორებთან, მედიასთან ურთიერთობას;
თბილისი პრაიდის საკომუნიკაციო გუნდთან ერთად კონფერენციასთან დაკავშირებული მასალების მომზადებას;
ორგანიზაციის პროცესის გამართულობის უზრუნველყოფას.

ვის ვეძებთ:
პროექტების, კონფერენციების და სხვა აკადემიური ღონისძიებების კოორდინირებასა და დაგეგმვაში გამოცდილ ადამიანს, რომელიც გამართულად საუბრობს და წერს ინგლისურად, კარგად ერკვევა რეგიონის სოციალურ, კულტურულ და გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ესმის ქვიარ საკითხების მნიშვნელობა და ქვიარ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების სიმწვავე, იზიარებს "თბილისი პრაიდის" ღირებულებებს და მზადაა, ჩვენს გუნდთან ერთად შექმნას პრაიდ კვირეული 2022.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და მცირე ტექსტი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) იმის შესახებ, თუ რატომ გსურთ რეგიონული კონფერენციის კოორდინატორის პოზიცია დაიკავოთ ელფოსტაზე - [email protected]

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 5 მაისი.