1
#News
    

თბილისი პრაიდმა, ECOM-მა და თანასწორობის მოძრაობამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინეს ალტერნატიული ანგარიში

16.06.2022


"თბილისი პრაიდმა", "ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერისა და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიის კოალიციამ" (ECOM) და "თანასწორობის მოძრაობამ" გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგინეს ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში, სახელწოდებით "ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით"

აღნიშნული ალტერნატიული ანგარიში მიემართება საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ რიგით მეოთხე პერიოდული მონიტორინგის ციკლის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. 

ანგარიშში მიმოხილულია ლგბტ+ თემის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • დისკრიმინაცია;
  • ძალადობა;
  • სიძულვილის ენა;
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები; 
  • გენდერის სამართლებრივი აღიარება;
  • თავშესაფარი და არგაძევების (non-refoulement) პრინციპი;
  • განათლება;
  • ჯანდაცვა;
  • სამოქალაქო პარტნიორობა;

ანგარიშის ბოლოს მოცემულია აღნიშნული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tbinternet.ohchr.org/Treaties/CCPR/Shared%20Documents/GEO/INT_CCPR_CSS_GEO_48904_E.pdf