1
#Statement
    

განცხადება ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმასთან დაკავშირებით

16.06.2022


დღეს, თბილისში, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს 20-მდე მამაკაცი დაესხა თავს. Როგორც ერთ-ერთი მსხვერპლი აღნიშნავს, თავდამსხმელებმა ტრანსგენდერ ქალებს შუშის ბოთლები და ქვები დაუშინეს, რის შედეგადაც დაშავდა 2 ტრანსგენდერი ქალი. 

აღნიშნული ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რომ ტრანსფობიური ნიშნით ძალადობა ტრანსგენდერი ადამიანიების ყოველდღიურობას წარმოადგენს. სახელმწიფოს მიერ ლგბტ+ თემის წევრების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულებზე არაეფექტური რეაგირება, მოძალადეების დაუსჯელობა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება და ქვეყანაში პრორუსული ჯგუფების გააქტიურება პირდაპირ ასახვას ჰპოვებს ლგბტ+ თემის უფლებრივ მდგომარეობაზე და აღვივებს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ნიშნით შეუწყნარებლობას. 

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს ცემას ან ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 

Მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ ეფექტურად და მყისიერად აწარმოოს სავარაუდო დანაშაულის გამოძიება, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება და სენსიტიურად მიუდგეს სავარაუდო სიძულვილის დანაშაულის მსხვერპლებს. 

Მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში მხედველობაში მიიღოს არა მხოლოდ ძალადობის ფაქტი, არამედ ისიც, რომ აღნიშნული ძალადობა მოტივირებული იყო გენდერული იდენტობის ნიშნით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს. 

Შეგახსენებთ, რომ გასული თვის მიწურულს ტრანსფობიურ ნიადაგზე 5 ტრანსგენდერ ქალს 30-მდე მამაკაცი ჯგუფურად საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაესხა თავს, რისთვისაც ამ დრომდე მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.