1
#Statement
    

ევროკავშირი: საქართველოს ისტორიული არჩევანი და მიზანი

20.06.2022


ევროკავშირი დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დიდი ოჯახია. Მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრორუსული ძალები აქტიურად ცდილობენ ევროპის მტრად წარმოჩენას, საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ ინარჩუნებენ ევროპულ კურსს, როგორც ისტორიულ არჩევანსა და მიზანს. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, არამედ ისიც, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია განმტკიცებულია ქვეყნის უმაღლესი კანონით, საქართველოს კონსტიტუციით. 


ევროკავშირი არის გზა ეკონომიკური უთანასწორობის, სოციალური გარიყულობისა და პოლიტიკური ჩაგვრის აღმოფხვრისაკენ. ის ქვეყანაში რუსული გავლენების შემცირების ერთადერთი ალტერნატივაა. Ევროკავშირი ნიშნავს ავტორირატულ-ოლიგარქიული მმართველობის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას, სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. 


ეკონომიკური გაძლიერება


ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს წარმოადგენს, რომელსაც შიდა საზღვრები არ გააჩნია. 2021 წლის მონაცემებით, ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ 14.5 ტრილიონი ევრო შეადგინა, რაც დაახლოებით 8-ჯერ აღემატება იმავე წელს რუსეთის ფედერაციის მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებას.   ევროკავშირში მოქმედებს საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილების პრინციპი (free movement of goods and services), რომელიც გულისხმობს ყველა სახის შეზღუდვის მოხსნას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობის თვალსაზრისით. Შესაბამისად, წევრ ქვეყნებს შორის ვაჭრობა ხორციელდება ყოველგვარი საბაჟო ტარიფების, კვოტებისა და იმპორტ/ექსპორტთან დაკავშირებული სხვა გადასახადებისა თუ შეზღუდვების გარეშე.   


Ცხადია, რომ ევროკავშირთან საერთო ეკონომიკურ სივრცეში მოქცევა საქართველოში წარმოებულ საქონელს ევროპაში ისეთივე სარეალიზაციო პირობებს შეუქმნის, როგორითაც ევროპული პროდუქცია სარგებლობს. Მაგალითად, კახეთში დამზადებული ღვინო ევროპულ ბაზარზე ზუსტად იგივე პირობებით გაიყიდება, როგორითაც, მაგალითად, საფრანგეთში დამზადებული ანალოგიური პროდუქტი, რაც საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება. 


Დასაქმება


ევროკავშირის ერთი წევრი ქვეყნის მოქალაქეობა ავტომატურად ნიშნავს ევროკავშირის მოქალაქეობას. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მოქმედებს დასაქმებულთა თავისუფლად გადაადგილების (free movement of workers) პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ერთი წევრი ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს თავისუფლად იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის წევრ სხვა ნებისმიერ ქვეყანაში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის მოქალაქის სტატუსი მიენიჭებათ და შესაბამისად, შეეძლებათ ლეგალურად იცხოვრონ და დასაქმდნენ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში, მაგალითად, გერმანიაში. 


Გარდა ამისა, ევროკავშირის წევრობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის სტანდარტს, რაც შექმნის ღირსეული შრომის პირობებს. 


Განათლება


Ევროკავშირის წევრობა საგრძნობლად გააუმჯობესებს განათლების ხარისხსა და განათლებაზე წვდომას. Საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი სასწავლო ვიზის გარეშე, შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ ან უმნიშვნელო გადასახადის სანაცვლოდ, მიიღონ ხარისხიანი განათლება ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის უნივერსიტეტში. Გარდა ამისა, ევროპის უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ საცხოვრისს, დაზღვევას და სხვა სოციალურ პროგრამებს, რომლებიც მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფას. 


Უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროკავშირის წევრობა დადებითად აისახება საქართველოში არსებულ დაწყებით, ზოგად და უმაღლესი განათლების სისტემაზეც, რაც გამოიხატება საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის, განათლების ხარისხის, ინკლუზიურობის და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა რიგი საკითხების გაუმჯობესებაში. 


Ჯანდაცვა


Განათლების მსგავსად, ჯანდაცვა ის სოციალური სიკეთეა, რომლის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე დადებითად იმოქმედებს ევროინტეგრაციის პროცესის სისრულეში მოყვანა. Გამარტივებული მიმოსვლის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები გაცილებით მარტივად და ნაკლები ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე შეძლებენ ევროკავშირის მასშტაბით სხვადასხვა სამედიცინო სერვისების მიღებას. Მაგალითად, ევროკავშირის ყველა მოქალაქეს შეუძლია უფასოდ მიიღოს ჯანმრთელობის დაზღვევის ევროპული ბარათი (European Health Insurance Card), რომლითაც მათ შეუძლიათ ევროკავშირის ნებისმიერ სხვა წევრ ქვეყანაში ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის განკუთვნილი პირობებით, იმავე ფასად (ან სრულიად უფასოდ)  მიიღონ სამედიცინო მომსახურება. 


Კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები


Ევროკავშირს დადგენილი აქვს სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის ძირითადი სტანდარტები, რომლებსაც წევრი სახელმწიფოთა ეროვნული სამართალი უნდა შეესაბამებოდეს. Ევროკავშირი საკუთარ სამართალს წევრ ქვეყნებში ახორციელებს ძირითადად ორი მექანიზმის, რეგულაციებისა და დირექტივების, მეშვეობით. Რეგულაცია წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო საკანონმდებლო აქტს, რომელიც ყოველგვარი პირობის გარეშე მიემართება ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს და იერარქიულად ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღალ ადგილს იკავებს. Რაც შეეხება დირექტივას, იგიც რეგულაციის მსგავსად საკანონმდებლო აქტია, თუმცა წევრი სახელმწიფო თვითონ წყვეტს იმას, თუ როგორ მიაღწიოს იმ მიზნებს, რასაც მას დირექტივა უწესებს. Შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, საქართველოს ხელისუფლება შებოჭილი იქნება ევროკავშირის კანონმდებლობით, რაც მის საქმიანობას კანონის ფარგლებში მოაქცევს და არ მისცემს თვითნებობის საშუალებას. 


Გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლება მკაცრს კონტროლს დაექვემდებარება, რათა თავიდან იქნას აცილებული ადამიანის უფლებების დარღვევები, კანონის უზენაესობის ხელყოფა და ზოგადად, ევროკავშირის მოთხოვნების შეუსრულებლობა. Ყოველივე ამაზე პასუხისმგებელია ევროკომისია, რომელიც მკაცრ მონიტორინგს უწევს იმას, თუ როგორ ასრულებენ წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის მიერ დადგენილ კანონსა და სტანდარტებს. Იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის საკანონმდებლო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს, მათ შორის ადამიანის უფლებებს დაარღვევს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება მიმართოს მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს. 


Ეს იმ სარგებლის მხოლოდ მცირე ნაწილია, რისი მოტანაც ევროკავშირის წევრობას საქართველოსთვის შეუძლია. Ამ მიზნის მიღწევა კი დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ აქტორზე - საქართველოზე. Როგორც არასოდეს, ახლა ყველაზე მეტადაა მნიშვნელოვანი ქვეყნის მოსახლეობამ კოლექტიურად დაუჭიროს მხარი ევროინტეგრაციას და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით ანგარიშვალდებული გახადოს ხელისუფლება ამ მიზნის რეალიზებისთვის. 


მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო არ გადაუხვევს თავის ისტორიულ არჩევანს და კუთვნილ ადგილს დაიკავებს ევროპულ ოჯახში.