1
#News
    

სამუშაო ვიზიტი გაეროში

01.07.2022


2022 წლის 4-6 ივლისს, თბილისი პრაიდის წარმომადგენელი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება ჟენევაში, სადაც იგი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რიგით 135-ე სესიის ფარგლებში, კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 

აღნიშნული ანგარიში მომზადდა "თბილისი პრაიდის", "ჯანმრთელობის, უფლებების, გენდერისა და სექსუალური მრავალფეროვნების ევრაზიის კოალიციისა" (ECOM) და "თანასწორობის მოძრაობის" მიერ და იგი მიემართება საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულებას.

ანგარიშში მიმოხილულია ლგბტ+ თემის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
დისკრიმინაცია;
ძალადობა;
სიძულვილის ენა;
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები;
გენდერის სამართლებრივი აღიარება;
თავშესაფარი და არგაძევების (non-refoulement) პრინციპი;
განათლება;
ჯანდაცვა;
სამოქალაქო პარტნიორობა;