1
#Statement
    

განცხადება გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ.

23.06.2022


ღარიბაშვილი: "დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ვინ იყო ამის ორგანიზატორი კარგად ვიცით, ელგებეტე ორგანიზაციის დირექტორი და სირცხვილია, ეს ერთი ორგანიზმია, ამათ უკან დგას სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, მათი წახალისებული იყო აი, ეს ვითომ ღირსების მარში, თუ რაღაც რომ ჩაეტარებინათ, პირდაპირ პროვოკაცია, პირდაპირ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. უნდოდათ გამოეწვიათ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, არეულობა, მასობრივი, შეტაკებები, პოლიციას გამოეყენებინა ძალა”. 

ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებს გასული წლების რიტორიკას და ცდილობს ლგბტქ თემისგან “მტრის ხატის” შექმნას პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, ამ თავდასხმებით კი, რეალურ და აშკარა საფრთხეს უქმნის ლგბტქ ადამიანებს, აქტივისტებს და მხარდამჭერებს. გასული წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რითაც მწვანე შუქი აუნთო ძალადობრივ დაჯგუფება “ალტ-ინფოს”, რომელმაც ლგბტქ აქტივისტებზე და მედიაზე ღიად ნადირობა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებას ამ ძალადობის არცერთი ორგანიზატორი დღემდე არ დაუსჯია. 

Პრემიერ-მინისტრის სიძულვილის შემცველი განცხადებები და ქმედებები საზიანოა არამხოლოდ ლგბქტ ადამიანებისთვის და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისთვის, არამედ ქვეყნის ევროპული არჩევანისთვისაც, რომელიც გადამწყვეტ ფაზაშია. 

გვინდა შევახსენოთ Სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თუ რა პასუხისმგებლობას აკისრებს მათ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო შეთანხმებები და ევროინტეგრაციის პროცესში ნაკისრი ვალდებულებები