1
#News
    

Გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემაჯამებელი დასკვნა საქართველოზე

28.07.2022


გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს, საქართველოს რიგით მე-5 პერიოდულ ანგარიშთან მიმართებით შემაჯამებელი დასკვნა გამოაქვეყნა. 


ადამიანის უფლებათა კომიტეტი კრიტიკულად აფასებს საქართველოში ლგბტ თემის უფლებრივ მდგომარეობას და შეშფოთებას გამოთქვამს თემის წევრების წინააღმდეგ მიმართულ დისკრიმინაციასთან, შევიწროვებასთან და ძალადობასთან დაკავშირებით. Ამ კუთხით, კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზე და მიუთითებს სახელმწიფოს უმოქმედობაზე “ღირსების მარშის” მონაწილეების დაცვასა და 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობასთან მიმართებით. Გარდა ამისა, კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს საჯარო პირების, პოლიტიკოსებისა და რელიგიური ლიდერების ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განცხადებებზე. 


დამატებით, კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მოტივირებულ სიძულვილის დანაშაულებზე და ამ დანაშაულების გამოძიებისა და დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის დაბალ მაჩვენებელზე. 


კომიტეტი პრობლემურად მიიჩნევს  ტრანსგენდერი ადამიანებისათვის ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერის შესაცვლელად სავალდებულო სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის/სტერილიზაციის მოთხოვნას.


ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კომიტეტი საქართველოს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს: 


  • კანონმდებლობასა და პრაქტიკაში უზრუნველყოფილ იქნას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრა; უზრუნველყოს დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება, დამნაშავეებისთვის ადეკვატური, პროპორციული სასჯელის დაკისრება.

  • Მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები პოლიტიკოსების, სხვა საჯარო პირებისა და რელიგიური ლიდერების მიერ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავრცელების აღმოსაფხვრელად.

  • გადაიხედოს და შეიცვალოს კანონმდებლობა, რათა პირის თვითინდეფიკაციის საფუძველზე, უზრუნევყოფილ იქნას გენდერის სამართლებრივი აღიარების სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები.  

  • აღმოფხვრას შეუწყნარებლობა, სტერეოტიპები, ცრურწმენები და დისკრიმინაცია მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების მიმართ; უზრუნველყოს სამართალდამცავი უწყებების, პროკურატურის, სასამართლოს გადამზადება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება;

  • აღკვეთოს ეთნიკური, ეროვნული, რასის, აღმსარებლობის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით სიძულვილის, მტრობის, შეუწყნარებლობის ან ძალადობის წახალისება.


შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდმა, ECOM-მა და თანასწორობის მოძრაობამ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ერთობლივი ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებრივ მდომარეობასთან დაკავშირებით.