1

ბელგრადის პრაიდის ისტორია

11.09.2022


ბელგრადში პრაიდის ისტორია 2001 წლიდან იწყება, როცა Რამდენიმე ათეული აქტივისტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა და გააჟღერა სლოგანი “აქ ადგილი ყველასთვის საკმარისია”, თუმცა შეკრება მალევე ჩაიშალა, ძალადობრივი დაჯგუფებები აქტივისტებს თავს დაესხნენ და პოლიციის უმოქმედობის გამო, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. 

Პრაიდის ჩატარების შემდეგი მცდელობა სერბეთში 2010 წელს იყო, როცა ქუჩაში 500-მდე აქტივისტი გამოვიდა. Მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა პრაიდის დაცვის გარანტიებს იძლეოდა, მათ ეს მაინც ვერ შეძლეს და მსვლელობისას 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 

2011 წელი ბელგრადის ისტორიაში “პარტიზანული პრაიდის” სახელით შევიდა. ხელისუფლებამ ორგანიზატორებს მხოლოდ დახურული ღონისძიებების დაცვის გარანტიები მისცა, რის გამოც ორგანიზატორებმა ქუჩის მსვლელობა გააუქმეს, თუმცა დახურული კონფერენციის მონაწილეებმა მაინც გადაწყვიტეს ქუჩაში გამოსვლა და დახურული დარბაზიდან ბელგრადის ცენტრალურ გამზირზე გადაინაცვლეს. პარტიზანული პრაიდი ინციდენტების გარეშე დასრულდა და დიდი როლი ითამაშა სერბეთის ლგბტ+ საზოგადოების გაძლიერებაში.

2013 წელს, ბელგრადის ადგილობრივმა მთავრობამ პრაიდი, ჩატარებამდე ერთი დღით ადრე, უსაფრთხოების მოტივებით აკრძალა. ამან ბევრი აქტივისტი გააბრაზა და მსვლელობა აკრძალვის ღამესვე გაიმართა. საერთაშორისო მედიამ ღამით ჩატარებული პრაიდი შეაფასა, როგორც “სტოუნვოლი ევროპაში”.

2014 წელს, ბელგრადის პრაიდი პირველად ჩატარდა ყველანაირი ინციდენტის გარეშე, მასში მონაწილეობა 2000-მა ადამიანმა მიიღო. Პირველმა მშვიდობიანმა პრაიდმა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების იმედი გააჩინა და 2021 წლამდე ყოველწლიურად იზრდებოდა ბელგრადის პრაიდში მონაწილე ადამიანების რაოდენობა.

2022 წლის 18 სექტემბერს, ბელგრადში დაგეგმილია ევროპის ყველაზე მასშტაბური ლგბტ+ ღონისძიება - ევროპრაიდი, Რომელსაც დიდი მხარდაჭერა აქვს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ევროპრაიდს ბელგრადში მხარს უჭერენ ისეთი დიდი საერთაშორისო კომპანიებიც კი, როგორიცაა, მაიკროსოფტი, კოკა-კოლა და იკეა.

უპრეცედენტო მხარდაჭერამ რადიკალური ჯგუფები გააღიზიანა. მათი მხრიდან ხშირია სერბეთში ევროპრაიდის ჩაშლის მუქარა, თუმცა ორგანიზატორები გაჩერებას არ აპირებენ და აქტივისტებს მთელი ევროპიდან ისტორიულ ევროპრაიდზე ეპატიჟებიან, რომელიც პირველად ჩატარდება ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ.