1

სალი რაიდი

18.07.2022


ვაგრძელებთ საინფორმაციო პოსტების სერიას #ქვიარისტორია
ამჯერად ამერიკელ ასტრონავტს და ფიზიკოსს, სალი რაიდს გაგაცნობთ. სალი 1951 წელს ლოს ანჯელესში დაიბადა. 1978 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ფიზიკაში, პარალელურად იკვლევდა რენტგენული გამოსხივებისა და ვარსკვლავთშორისი სივრცის ურთიერთქმედებას. ამავე წელს შეუერთდა “ნასას” გუნდს და 1983 წელს პირველი ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც კოსმოსში იმოგზაურა. ამ დროს ის 32 წლის იყო და დღემდე რჩება ყველაზე ახალგაზრდა ასტრონავტად რომელმაც კოსმოსი მოინახულა. 

რაიდი ჰომოფობიური განწყობების გამო თავს იკავებდა პირადი ცხოვრების გამჟღავნებისგან, ამიტომ 1982 წელს იგი ფიქციურად დაქორწინდა მამაკაცზე. მისი გარდაცვალების შემდეგ კი გამჟღავნდა, რომ ბოლო 27 წლის მანძილზე მას პარტნიორი ქალი ჰყავდა. Სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ტამ ო’შონესი, რომელთან ერთადაც რაიდმა ექვსი სამეცნიერო წიგნი შექმნა ბავშვებისთვის.

Სალიმ და ტამმა  დააფუძნეს ფონდი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და გოგონებს სამეცნიერო განათლების მიღებაში ეხმარება.  Სალი რაიდი 61 წლის ასაკში, 2012 წელს კიბოთი გარდაიცვალა.