1
    

ვაკანსია: ფინანსური ოფიცერი

21.09.2022


ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ოფიცრის პოზიციაზე.



სამუშაო პირობები: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმი, ანაზღაურება პროფესიული გამოცდილების მიხედვით 1200 ლარიდან - 2000 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა). 

ფუნქცია/მოვალეობები:

** პროექტებისთვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, მონიტორინგი და შეგროვება;
** ორგანიზაციის პროექტების ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანგარიშგების პროცესში ჩართულობა;
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** სტატისტიკის დეპარტამენტში შესაბამისი ფორმების შევსება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ფინანსურ მენეჯერად/ბუღალტრად მუშაობის 1-2-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია არაკომერციულ/არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.


პიროვნული თვისებები:

** ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების პატივისცემა;
** ორგანიზებულობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე: [email protected], წერილში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 


აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 30 სექტემბერი.