
ვაკანსია: ვიდეოგრაფი
26.10.2022
ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” აცხადებს ვაკანსიას ვიდეოგრაფის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული რეჟიმი, ანაზღაურება (227 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში) (ხელზე ასაღები თანხა). 2023 წლის 1 იანვრიდან ხელფასის გაორმაგების პერსპექტივით.
ფუნქცია/მოვალეობები:
** ორგანიზაციის კომუნიკაციის გუნდთან ერთად ვიდეო პროდუქტების შექმნა;
** ვიდეოების გადაღება, დამუშავება, გრაფიკული გამოსახულებების, ეფექტების, ტიტრების დამატება;
** ორგანიზაციის ტექნიკის მოვლა-პატრონობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ვიდეოგრაფად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება/ფოტოგრაფიის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ვიდეო ედითინგის ძირითადი პროგრამების ცოდნა;
** სასურველია არაკომერციულ/არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კრეატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** ადამიანის უფლებებისა და მრავალფეროვნების პატივისცემა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელ.ფოსტაზე: [email protected], წერილში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ვიდეოგრაფი.
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა 6 ნოემბერი.