1
#News
    

"თბილისი პრაიდმა" CEDAW-ს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა.

28.10.2022


"თბილისი პრაიდმა" გაეროს ქალთა უფლებათა კომიტეტს (CEDAW) ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა. კომიტეტი ანგარიშს განიხილავს რიგით 84-ე სესიის ფარგლებში, რომელიც 2023 წლის თებერვალში, ჟენევაში გაიმართება. 
"თბილისი პრაიდის" ალტერნატიული ანგარიში მიემართება საქართველოს მე-6 პერიოდულ ანგარიშს და კრიტიკულად აფასებს საქართველოს მიერ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ გაეროს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას. 
"თბილისი პრაიდი" თავის ანგარიშში აღწერს ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების უფლებრივ მდგომარეობას და ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: 
- გენდერის სამართლებრივი აღიარება;
- დისკრიმინაცია;
- სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით მოტივირებული სიძულვილის დანაშაულები;
- განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
- დასაქმება, შრომითი უფლებები და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაცია;
- ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა;
- სამოქალაქო პარტნიორობა;
გარდა ამისა, ალტერნატიულ ანგარიშში "თბილისი პრაიდი" გაწერს იმ რეკომენდაციებს, რომელთა შესრულება აუცილებელია ქვეყანაში ლეზბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. 
ალტენატიული ანგარიში ხელმისაწვდომია ბმულზე