
"ამაყი ოჯახები": თბილისი პრაიდის ახალი პროექტი
23.01.2020
საქართველოში მცხოვრები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები საზოგადოების მხრიდან უარყოფას და ჩაგვრას მუდმივად განვიცდით. აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების მხრიდან სიყვარული და თანადგომა. თუმცა, სამწუხაროდ, როგორც ქვიარ ადამიანები, ისე ჩვენი ნათესავები და ახლობლები საყოველთაოდ გავრცელებული ჰომოფობიის ტყვეობაში აღმოვჩნდით.
არსებულ ვითარებაში კი ქვიარ ადამიანებს ოჯახის წევრებთან ურთიერთობა განსაკუთრებულად გვიჭირს. გვეშინია საკუთარი ორიენტაციის და იდენტობის გამჟღავნების (ქამინგაუთის). გვეშინია რომ ვერ გაგვიგებენ და არ მიგვიღებენ, რომ დავკარგავთ ყველაზე ძვირფას ადამიანებს, ვისგანაც მხოლოდ უპირობო სიყვარულის მოლოდინი გვაქვს. ჩვენ შიშებს მუდმივად კვებავს ის არამიმღებლური გარემოც, რომელშიც ვცხოვრობთ. შედეგად, ნარატივი რომ “თავი მოგვეჭრება” და “ხალხი რას იტყვის” ხშირად იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრის ბედნიერება.
სტიგმა და მასთან დაკავშირებული წნეხი, რომელსაც ჩვენი ოჯახის წევრები ხშირ შემთხვევაში განიცდიან, მძიმე ემოციური პროცესის ნაწილია. ქამინგაუთი არავისთვის არის მარტივი და ოჯახის წევრებსაც უწევთ ამ სირთულეებთან გამკლავება. ისინი ხშირად რჩებიან მარტო საკუთარ პრობლემასთან და ვერ ახერხებენ ამ თემებზე საუბარს სხვა ადამიანებთან.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად თბილისი პრაიდი იწყებს ახალ პროექტს - “ამაყი ოჯახები”, რომელიც მიზნად ისახავს ლგბტქი ადამიანების ოჯახის წევრების მხარდაჭერას და გაძლიერებას!
პროექტი შეიქმნა იმ ლგბტქი ადამიანების ოჯახებისთვის, ვინც უკვე გაიარეს ან ახლა გადიან ქამინგაუთის პროცესს თავიანთ ახლობლებთან.
პროექტის ფარგლებში ლგბტ ადამიანების ოჯახის წევრებს შეეძლებათ:
- მონაწილეობა
მიიღონ რეგულარულ დახურულ შეხვედრებში, რომლებსაც გაუძღვებიან
პროფესიონალები;
- გაიცნონ ერთმანეთი უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში;
- გაუზიარონ
ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებები;
- სურვილისამებრ ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებში;
- საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიონ სხვა ლგბტქი ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც ახლა
გადიან ქამინგაუთის პროცესს;
- რჩევების
მიცემა იმ ლგბტქი ადამიანებისთის, რომლებიც ოჯახთან
ქამინგაუთისთვის ემზადებიან.
·
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ თბილისი პრაიდის სოციალური მედიის გვერდებზე ან ელ ფოსტის მეშვეობით: [email protected]