1
#News
    

ლგბტი უფლებები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების იმპლემენტაციის ანგარიშში

08.02.2020


ევროპის კომისიამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ქვეთავში “დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კარგი მმართველობა” ნახსენებია ანტიდისკრიმინაციულ კანონში შეტანილი ცვლილებები. 


“მიუხედავად ამისა, კვლავ გრძელდება დისკრიმინაციის ინციდენტები ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი (ლგბტი+) ადამიანების მიმართ დასაქმებისა და ჯანდაცვის სფეროებში, აგრეთვე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში,” - წერია ანგარიშში.


გარდა ამისა, ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ 8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ მხოლოდ სიმბოლური  პრაიდის მარშის გამართვა მოხერხდა, რადგან ორგანიზატორებმა მთავრობასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ანგარიშში აღნიშნულია ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ პრაიდის მიმართ განხორცილებული მუქარები, რაზეც გამოძიება დაიწყო, მაგრამ ხელშესახები შედეგი არ მოყოლია.


ასოცირების იმპლემენტაციის ანგარიშში ლგბტი უფლებების განხილვა მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირი ლგბტი უფლებებს და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს, ხოლო იმპლემენტაციის პროცესში მსგავსი ხარვეზების გაგრძელების შემთხვევაში შესაძლოა ასოცირების პროცესი შეფერხდეს.