1
    

ექსპერტების რჩევები კორონა ვირუსისა და აივ ინფექციის შესახებ

12.03.2020



სქესობრივი განათლების წამყვანმა სპეციალისტებმა გამოსცეს სპეციფიური რჩევები კორონა ვირუსთან დაკავშირებული რისკების შესახებ აივ დადებითი პირებისთვის - დამატებითი სიფრთხილის მოთხოვნებით იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მიღწეული არ აქვთ ვირუსის სუპრესიისთვის


Sheena McCormack-მა, გლობალურმა ექსპერტმა აივ ინფექციასა და ეპიდემიოლოგიაში, გამოცემა BuzzFeed News-ს უთხრა, რომ კორონა ვირუსის (COVID-19) მსგავსი აფეთქება საერთოდ არ მოახდენს დიდ გავლენას იმ პაციენტებზე, რომელთაც ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადი აქვთ (რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი სუპრესირებულია) და გააჩნიათ CD4 უჯრედების (იმუნური სისტემის მდგომარეობის მთავარი საზომი) კარგი მაჩვენებელი/რაოდენობა. 


ის აღნიშნავს, რომ პაციენტების ამ ჯგუფში ასაკი და ნებისმიერი სხვა გრძელვადიანი კომორბიდობა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რისკთან მიმართებაში. “ასაკი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი სხვა რესპირატორულ, ქრონიკულ დაავადებებთან ერთად” ამბობს ის. 


“აივ დადებითი ადამიანისთვის, რომელსაც ვირუსი ჯერ სუპრესირებული არ აქვს, ან CD4 უჯრედების დაბალი მაჩვენებელი გააჩნია, აივ ინფექცია შესაძლოა სიტუაციის დამამძიმებლად იქცეს კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. 


ასეთ დროს სასურველია მოერიდოთ საჯარო ტრანსპორტის გამოყენებას” გვაფრთხილებს McCormack-ი. “გააუქმეთ ყველა მოგზაურობა, თავი აარიდეთ აეროპორტებსა და იმ რეგიონებს, სადაც კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი კონცენტრაციაა” ამბობს იგი. ასაკოვან აივ დადებით ადამიანებში მეტია იმის შანსი, რომ არ ჰქონდეთ მიღწეული ვირუსული სუპრესიისთვის, ან ჰქონდეთ CD4 უჯრედების დაბალი მაჩვენებელი. 


CD4 უჯრედების დაბალ მაჩვენებელი აივ დადებით ადამიანებისთვის დამოკიდებულია სხვადასხვა მახასიათებელზე, თუმცა McCormack აღნიშნავს, რომ შეშფოთების საფუძველი იქნება მხოლოდ მაშინ თუ CD4 უჯრედების მაჩვენებელი ჩამოსცდა 350-ს. ნებისმიერი ადამიანი 500-ზე მაღალი მაჩვენებლით ითვლება ჯანმრთელ, ნორმალურ CD4 მაჩვენებლად.


მაშინ როდესაც დიდ ბრიტანეთში აივ დადებითი ადამიანების 90%-ზე მეტი არის ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე და ორგანიზმში ვირუსის მაჩვენებელი არაგანსაზღვრადი აქვთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ რიცხვების პროპორციულობა გაცილებით დაბალია, აივ ინფექციით დიაგნოსტირებული პაციენტების მხოლოდ 53%-მა მიაღწია ვირუსულ სუპრესიას. ეს ნაწილობრივ განპირობებულია უფასო საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების ნაკლებობა/არარსებობით და სადაზღვევო კომპანიების მიერ არასულ და ძვირი მოცვით/დაფარვით. UNAIDS-ის მიხედვით, მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა მხოლოდ 62%-ს მიუწვდება ხელი მკურნალობაზე.


საქართველოში ამ მიმართულებით შემდეგი სიტუაცია გვაქვს: ქვეყანაში გამოვლენილია აივ ინფიცირების მხოლოდ 60%, რომელთაგან მკურნალობს 84% ხოლო, ვირუსული სუპრესია მიღწეული აქვს 89% მათგანს (დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს). 


გასულ კვირას, აივ ინფექციის ბრიტანულმა ასოციაციამ (BHIVA) თქვა, რომ აივ დადებითი ადამიანები, რომელთაც CD4 უჯრედების მაღალი მაჩვენებელი აქვთ, არ აქვთ საფუძველი იმაზე უფრო მეტად შეშფოთდნენ კორონა ვირუსით, ვიდრე ზოგადი პოპულაციის წარმომადგენლები. ასევე მოუწოდეს ექიმებსა და პაციენტებს მიჰყვნენ ზოგად რეკომენდაციებს რომელსაც ოფიციალური ჯანდაცვის ორგანიზაციები გამოსცემენ.


იქიდან გამომდინარე, რომ კორონა ვირუსის გავრცელება იზრდება, აივ ინფექციაზე მომუშავე კლინიკოსებმა BuzzFeed News-ს უთხრეს, რომ ისინი ცდილობენ ბალანსის დაცვას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებასა (რაც ხელს უწყობს სწორი პრაქტიკის დამკვიდრებასა და სიფრთხილის დაცვას - მაგალითად ხელების დაბანას) და მასობრივი პანიკის თავიდან აცილებას შორის.


დოქტორი Michael Brady, Terrence Higgins Trust-ის სამედიცინო დირექტორი და ბრიტანეთის მთავრობის ლგბტქ სპეციფიური ჯანმრთელობის მრჩეველი დაეთანხმა McCormack-ს იმაში, რომ აივ დადებით ადამიანებს CD4 უჯრედების ნორმალური მაჩვენებლით არ აქვთ სანერვიულო, თუმცა ეწინააღმდეგება მას იმაში, რომ აივ დადებითი ადამიანები CD4 უჯრედების დაბალი მაჩვენებლითა და არასუპრესირებული ვირუსით აუცილებლად უნდა მოერიდონ საჯარო სივრცეებს ამ ეტაპისთვის. 

 

დოქტორის რჩევით, ხელების ხშირად დაბანასა და ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის არეალებისგან თავის არიდებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიკეთონ სხვადასხვა აცრები, მაგალითად გრიპისა და პნევმოკოლის, რომელიც იცავს პნევმონიისგან. უკანასკნელი ოფიციალური რეკომენდაციის მიხედვით ყველა აივ დადებით ადამიანს გაკეთებული უნდა ჰქონდეს პნევმოკოლის 1 აცრა მაინც. 


ერთადერთი მიზეზი რის გამოც Brady არ დაეთანხმა CD4 უჯრედების დაბალი მაჩვენებლის მქონე აივ დადებითი ადამიანების მიერ საზოგადოებრვი ტრანსპორტისთვის თავის არიდებას, იყო იმ მომენტისთვის COVID-19-ის დაბალი გავრცელება დიდ ბრიტანეთში. თუმცა მანვე დაამატა “სიტუაცია იმდენად მალე იცვლება, რომ ხვალ ან კვირის ბოლოს შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს”.


ასევე, არ დამდგარა ის დრო როდესაც საჭიროა საჯარო სივრცეებში ისეთი სექსუალური კავშირებისგან თავის არიდება/შეკავება, რომელშიც მონაწილეობს რამდენიმე ადამიანი. თუმცა, თუ სიტუაცია გართულდა და ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის საგულისხმო მაჩვენებელი დაფიქსირდა, მაშინ ნებისმიერი ახლო კონტაქტი: სუნთქვა, კოცნა, სექსი - იქნება რისკი.

 

ეს ხდება იმიტომ, რომ კორონა ვირუსი ვრცელდება რესპირატორული გზებით, შესაბამისად ახლო კონტაქტი ვირუსს საშუალებას აძლევს მოხვდეს თქვენს ხელებზე ან თქვენზე, შემდეგ თქვენ ეხებით თქვენს პირს ან თვალებს რაც იწვევს ინფიცირებას. 


აღსანიშნავია ისიც, რადგან დიდ ბრიტანეთში აივ დადებითი ადამიანების ძირითად უმეტესობას მიღწეული აქვს ვირუსული სუპრესიისთვის, არსებობს იმის საფრთხე, რომ ისინი, ვინც ვერ ახერხებენ ვირუსულ სუპრესიას დარჩებიან შეუმჩნევლები. 


თუმცა, მისი თქმით ყველაზე უარესი არის იმის შესაძლებლობა, რომ ეპიდეემიის პანიკის გამო ვერ გაკონტროლდეს დაავადების გავრცელება, ისე როგორც ეს მოხდა შიდსის კრიზისის პირველ წლებში. “ინფექციური დაავადების სწრაფი გავრცელება, ყოველთვის მთავრდება თითის გაშვერითა და დადანაშაულებით. ეთნიკური თუ სექსუალური უმცირესობების თარგეთირებითა და დადანაშაულებით. ეს ჩვენ არასოდეს გვეხმარება ინფექციის კონტროლის მოგვარებაში. სინამდვილეში ეს ხშირად უბიძგებს ხალხს დამალვისკენ და აშინებს მათ.”


დასასრულს კი, როგორც Aidsmap.com იტყობინება, აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოყენებული რამდენიმე ანტირეტროვირუსული პრეპარატი: ლოპინავირი და რიტონავირი იტესტება კორონა ვირუსის სამკურნალოდ გამოსაყენებლად. დაველოდოთ კვლევის შედეგებს, მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დაიბანოთ ხელები ხშირად!  


წყარო: BuzzFeed