1
    

31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა

31.03.2020


31 მარტი ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღეა.

 

საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ხილვადობა ხშირად სისტემურ ჩაგვრასა და დამცირებასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას, სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის  უფლებას. რანსგენდერ ადამიანებს არ ეძლევათ განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობა. მათი ყოფა ამ ქვეყანაში არის დამამცირებელი და გაუსაძლისი!

 

თქვენ ალბათ არ გინახავთ დღისით ქუჩაში მოსიარულე ტრანსგენდერი ადამიანი დაერც ნახავდით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქუჩაში თავისუფლად ვერ გადაადგილდებიან. ოჯახის წევრების თუ თანამოქალაქეების შიშით ვერ მიდიან უნივერსიტეტში, კინოში, ბაზარში თუ პარკში, სასეირნოდ..

 

ახლა როცა ყველას საგანგებო რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და გვეზღუდება თავისუფლებები, გვაქვს შესაძლებლობა უფრო თვალნათლივ წარმოვიდგინოთ თუ რისი გადატანა უწევთ ჩვენ ირგვლივ მაცხოვრებელ ტრანსგენდერ ადამიანებს, ვისთვისაც მთელი ცხოვრება კარანტინია

 

რსებული კრიზისი უნდა გახდეს შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რომ აღიაროს ტრანსგენდერი ადამიანების არსებობა და გაატაროს ეფექტური პოლიტიკა მათ წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელადიმდინარე პროცესები შესაძლებლობაა ყველა ჩვენგანისთვისაც, რომ გავხდეთ უფრო სოლიდარულები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და არავინ დავტოვოთ მიღმა.