1
#TV

07.04.2020

15 ქვიარ სერიალი, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ნახო

1. Sense8


სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლის გადაღებებიც ერთდროულად 10-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობდა - ეს სავარაუდოდ ერთადერთი სერიალია, რომლის შეწყვეტამაც რამდენიმე ქვეყანაში ქუჩის პროტესტიც კი გამოიწვია. საბოლოოდ, ფანებმა მიზანს მიაღწიეს და 2018 წელს სერიალის თითქმის სამსაათიანი ფინალური ეპიზოდი გამოვიდა. სერიალი არის რვა ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი შესახებ, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ ერთმანეთთან გონებით შეუძლიათ კავშირის დამყარება. შოუს ერთ-ერთი მთავარი მესიჯი თანასწორობაა - მიუხედავად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის თუ რელიგიისა ყველა თანასწორია შეიძლება ითქვას, რომ ყველა პერსონაჟი პანსექსუალია. მათ შორის არის ტრანსგენდერი ქალი, რომლის როლსაც ტრანსგენდერი ქალი მსახიობი - ჯეიმი კლაიტონი ასრულებს.





2. American Crime Story: Versace


მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟი დიზაინერი ჯანი ვერსაჩეა და სერიალიც მის მკვლელობას ეხება, შოუ დიდ დროს უთმობს 1990-იანი წლების გეი კულტურას. . გარდა ჯანი ვერსაჩესი, სერიალი წარმოაჩენს მისიმკვლელის სხვა მსხვერპლებსაც, რომელთაგანაც ყველა გეი კაცია.





3. Elite


აქ ჩამოთვლილი სერიალებისგანყველაზე მეტად ალბათ „ნეტფლიქსის“ შოუ, “ელიტა” განსხვავდება.სერიალში ქვიარ თემატიკას წამყვანი როლი არ აქვს, თუმცა ის მაინც სცენარისა და პერსონაჟების ურთიერთობათა ნაწილია. მოვლენები სკოლაში ვითარდება, სივრცეში, სადაც ჩვეულებრივ, ხშირად ვხვდებით ბულინგს. მიუხედავად ამისა, „ელიტას“ სამყაროსთვის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ბულინგი დამახასიათებელი არ არის. პერსონაჟები ძალიან გახსნილები არიან ზოგადად სექსუალობის მიმართ, და იმდენად დაკავებული თავიანთი პრობლემებით, რთული წარმოსადგენია, რომ დრო სხვისი სექსუალური ორიენტაციის განხილვისა და განსჯისთვისაც დარჩეთ.





4. Sex Education


ეს ძალიან პოპულარული სერიალია სექსუალური განათლების შესახებ. სერიალი მოგვითხრობს გამოგონილ ამბავს, რომელიც ბრიტანეთის ერთ-ერთ სკოლაში ვითარდება, და საინტერესო და სახალისო გზით გვაწვდის ინფორმაციას სექსისა და გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდების ცხოვრებაზე. ეს ყველაფერი კი ერთი უცნაური თინეიჯერის საშუალებით მოგვეწოდება, რომელიც გადაწყვეტს, რომ სკოლის იატაკქვეშა სექს-თერაპისტი გახდეს.





5. Pose


სერიალი გვაჩვენებს გვიანი 1980-იანი და ადრეული 1990-იანი წლების ნიუ იორკს, სადაც იატაკქვეშა Ball კულტურა პოპულარობის ზენიტში იყო. შოუ სხვადასხვა რასის ქვიარ ადამიანებს წარმოაჩენს. სერიალი ეხება ყველა თემას თუ მოვლენას, რაც ამ პერიოდის ნიუ იორკის ქვიარ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის აივ ინფექციას და Ball კულტურის როლი მის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქ შესრულებული როლისთვის ქვიარ მსახიობმა ბილი პორტერმა 2019 წელს Emmy მიიღო.





6. AJ And The Queen


ამ კომედიური ჟანრის სერიალშითავარ როლს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული დრეგ არტისტი, რუპოლი ასრულებს. სერიალი ეხება დრეგ არტისტისა და 10 წლის ობოლი მოზარდის მეგობრობას და მოგზაურობას ამერიკის შეერთებული შტატების გარშემო.





7. Looking


სერიალში თანამედროვე სან ფრანცისკოს ყოველდღიურობა გეი კაცის თვალით არის დანახული. აქ შეხვდებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქორწინების თანასწორობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, PrEP-ი, თაობებს შორის განსხვავება, ონლაინ გაცნობები, და უამრავ სხვა მოვლენას, რასაც ამერიკელი გეი კაცების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.





8. Fosters


ეს არის სერიალი ლესბოსელი წყვილის შესახებ, რომლებიც ზრდიან როგორც ბიოლოგიურ, ასევე არაბიოლოგიურ შვილებს. სერიალი მოიცავს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას, მაგალითად, ტრეფიკინგი, შეიარაღებული თავდასხმა სკოლებზე, გაუპატიურება, მკერდის სიმსივნე ქალებში და სხვა.





9. Queer As Folk (US)


ეს ერთ-ერთი პირველი ქვიარ სერიალია, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. პირველი სერია 20 წლის წინ, 2000 წელს გამოვიდა. შესაბამისად, სერიალი ცოტა მოძველებულია და დღევანდელ რეალობას ნაკლებად შეესაბამება, თუმცა გეი მეგობრების ჯგუფის სიყვარულის, სექსის, კარიერისა და ამბიციების ხილვა მაყურებლებისთვის მაინც ძალიან საინტერესოა.





10. Transparent


სერიალი დრამისა დაკომედიის ჟანრშია და ლოს ანჯელესში მცხოვრებ ერთ ჩვეულებრივ ებრაელ ოჯახზე მოგვითხრობს.ერთ დღესაც ოჯახი აღმოაჩენს რომ მათი ერთ-ერთი წევრი სინამდვილეში ტრანსგენდერი ქალია. 2015 წელს სერიალმა ოქროს გლობუსი მიიღო, როგორც წლის საუკეთესო კომედიამ.





11. The L World


ამერიკულ-კანადური თანამშრომლობის შედეგად გადაღებული შოუ კალიფორნიაში მცხოვრები, ქვიარი ქალების სამეგობრო წრის შესახებ მოგვითხრობს. სიყვარული, განშორება, კარიერა, სექსუალური ორიენტაციის დამალვა ან პირიქით, ამაზე საჯაროდ საუბარი -ეს ყველაფერი სერიალში ერთმანეთს ენაცვლება.





12. Angels In America


ეს მინი-სერიალი მოგვითხრობს 1980-იანი წლების ამერიკის შესახებ, სადაც ჰომოფობიას, რელიგიურ წნეხს და სხვა ყოველდღიურ პრობლემებს აივ/შიდსის კრიზისიც ემატება და ქვიარ ადამიანების ცხოვრებას კიდევ უფრო რთულს ხდის. შოუში ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავი თამაშობს. მაგალითად, აქ შეხვდებით მერილ სტრიპს, ალ პაჩინოს, ემა ტომპსონს და ა.შ.





13. Orange Is The New Black


ამ სერიალს “ნეტფლიქსის“ შოუებს შორის ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის გამოჩენისთანავე შეაფასეს, როგორც ქვიარ რევოლუცია სერიალების ისტორიაში. შოუს თითქმის ყველა პერსონაჟი ქალია, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, მოვლენები კი ქალების ციხეში ვითარდება.





14. Euphoria


ამ სერიალმა მოახერხა, რომ თინეიჯერული ქვიარ სიყვარულიგანსხვავებული პერსპექტივიდან წარმოეჩინა, ამ სამყაროში თინეიჯერებს ერთმანეთი უყვარდებათ იმის მიხედვით, თუ ვისთან გრძნობენ თავს უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ. აქცენტი სიყვარულში ზრუნვის მნიშვნელობაზეა, სქესი კი აქ უმნიშვნელოა.





15. Tales Of The City


ეს მინი-სერიალი თანამედროვე სან ფრანცისკოში მცხოვრები ქვიარ ადამიანების პატარა ჯგუფზე მოგვითხრობს, რომლებიც ერთადცხოვრობენ და ერთგვარ ოჯახს ქმნიან. შოუ ერთგვარი გაგრძელებაა 1993 წელს გამოსული ანალოგიური სახელის მქონე მინი-სერიალისა. ორივე სერიალი ცნობილი ქვიარ მწერლის, არმისტედ მოპინის რომანების სერიაზეა დაფუძნებული.