1

საქართველომ უნდა გაატაროს ეფექტური ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა: ევროპის პარლამენტის ანგარიში

21.04.2020


ევროპის პარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკაც არის მიმოხილული.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიუხედავად, ლგბტქი ადამიანები საქართველოში კვლავ განიცდიან სახელმწიფოს მხრიდან  დისკრიმინაციულ მოპყრობას.
ამასთან ერთად, დოკუმენტში საუბარია 2019 წლის თბილისი პრაიდსა და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული ღონისძიებები გამოირჩეოდა ექსტრემისტული ჯგუფების მიერ თავდასხმებით. უფრო მეტიც, პრაიდის ორგანიზატორების მიმართ ადგილი ჰქონდა კიბერ თავდასხმებსა და მუქარებს სიცოცხლის მოსპობის შესახებ.
დასკვნით ნაწილში, რეკომენდაციების სახით ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა მიაქციოს სათანადო ყურადღება ანტი-დისკრიმინაციულ პოლიტიკას, გენდერული თანასწორობისა და ლგბტ+ ადამიანების უფლებების ჭრილში.