1
#News

21.04.2020

თუ ხართ ლგბტქ თემის წევრი და გჭირდებათ დახმარება

საქართველოში ლგბტქ თემის დღის წესრიგში მრავალი სოციალური  პრობლემა დგას: უსახლკარობა, უმუშევრობა, ჰომოფობიური ძალადობა, დისკრიმინაცია სხვადასხვა ინსტიტუტებში, მოწყვლადობა ქრონიკული დაავადებების მიმართ და სხვა. COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიის კრიზისმა ეს პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა: მრავალი ადამიანი უმუშევარი დარჩა, შემოსავლისა და დანაზოგის გარეშე, გაიზარდა ლგბტქ ადამიანების მიმართ ოჯახში ძალადობისა და თავშესაფრის გარეშე დარჩენის რისკები. ამ პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადია ტრანსგენდერი ქალების ჯგუფი, რომელთა უდიდესი ნაწილი უსახლკარო და უმუშევარია, ხოლო სახელმწიფოს სოციალურ პროგრამებში ვერ ხვდებიან ან არსებული სერვისებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

ამ ფორმის საშუალებით "თბილისი პრაიდი" მიზნად ისახავს, შეაგროვოს ინფორმაცია კრიზისის დროს ლგბტქ თემის წევრების პირველადი, გადაუდებელი საჭიროებების შესახებ. შეგროვილ ინფორმაციას "თბილისი პრაიდი" მიაწვდის მთავრობის ადმინისტრაციას. იმედი გვაქვს, სახელმწიფო შეძლებს თემის წევრებისთვის მიზნობრივი დახმარების გაწევას.

თუ ხართ ლგბტქ თემის წევრი და გჭირდებათ დახმარება, გთხოვთ შეავსოთ ფორმა:  http://tiny.cc/cb4gnz