1

24.05.2020

15 ქვიარ წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო

1. ფენი ფლეგი - შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოპში"

ფენი ფლეგის ამ რომანს ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან მთელი სიმწვავით დგას ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, უმცირესობები, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება. ალაბამის პატარა ქალაქში, უისელ სტოპში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და ჭამა; მ ადამიანებს ისიც შეუძლიათ, მადლობებისა და აპლოდისმენტების მოლოდინის გარეშე უდიდესი გმირობა ჩაიდინონ, და მეტიც, საკუთარი ღვაწლის შესახებ შეიძლება არავის გააგებინონ.



2. დავით გაბუნია - დაშლა

ცოლ-ქმარს, ზურას და თინას ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახური ცხოვრება აქვთ: ყველაფერი ისე, როგორც უნდა იყოს -  ჰყავთ შვილები, აქვთ სახლი, ზრუნავენ ერთმანეთზე... მაგრამ 2012 წლის ცხელ ზაფხულს ყველაფერი იცვლება , როცა მათ ყოველდღიურობაში სხვები იჭრებიან, უცხო და აქამდე გამოუცდელ ვნებებს კი დამანგრეველი გავლენა აღმოჩნდება.



3. ზურა აბაიძე - როგორ მოკლათ ბილი ელიოტი

ქართველი მწერლის მოთხრობების კრებულში - „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ - უამრავ დასამახსოვრებელ, ცოცხალ პერსონაჟს შორის შეხვდებით: სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს; დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებსაც გამუდმებით უცრუვდებათ იმედი, და მრავალ სხვას. ეს სევდიანი, ცრემლიანი და სასაცილო ისტორიები ჯადოსნურ ეფექტს ქმნის - კითხვისას თითქოს თითოეულ პერსონაჟს ხვდები, ყველა ამბავს ცხადად ხედავ. ამ გამოცდილების ნაწილად ქცევამ შესაძლოა საკუთარი გამოცდილებებიც მოგვაგონოს და მათზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს. 

 

4. გურამ მაცხონაშვილი - გლდანი: შეუძლებელი რომანი

გლდანი, თბილისის დიდი, პერიფერიული უბანი ამ წიგნში უჩვეულო ადგილად იქცევა. გლდანში ლანა, მარტოხელა დედა, ერთადერთ შვილს აჩენს და ყველასგან განცალკევებით ზრდის. ქალზე არავინ არაფერი იცის დაზუსტებით, მაგრამ არაერთ დაუჯერებელ ამბავს მიაწერენ. მაინც ვინ არის ლანა? რატომ ცხოვრობს გლდანში? იმალება თუ არა ამ უბნის ყოველდღიურობაში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია? ტექსტში  რეალურსა და ირეალურს შორის ზღვარი პირობითია - რთული სათქმელია, სად მთავრდება პერსონაჟების მდიდარი ფანტაზიით ნაკვები გამონაგონი და სად იწყება სინამდვილე.

5. აკა მორჩილაძე - გადაფრენა მადათოვზე და უკან

აკა მორჩილაძე თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მთხრობელია, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ მისი პროზა მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რომანს „გადაფრენა მადათოვზე და უკან“ ასევე ბევრი რამით შეუძლია მიიზიდოს მკითხველი. აქ გვხვდება ძველი თბილისის კოლორიტული სურათები, გამოგონილი და რეალური პერსონაჟები, იუმორი, დეტექტიური სიუჟეტი, ჩამთრევი ამბები...



6. მაიკლ კენინგემი - საათები

რომანი სამ ქალაქზე, სამ ქალზე, სამ ბედისწერასა და ისტორიის განმეორებაზე მოგვითხრობს. აქ ვხედავთ, რომ სიყვარულისა თუ საკუთარი თავის ძიების პარადოქსები არასდროს სრულდება. მაგრამ ეს წიგნი დროში მოგზაურობა არ არის, ეს სამი ცხოვრებაა, ცხოვრება, რომელიც საკუთარი თავის მუდმივი ძიებით და სიყვარულის წყურვილით გამოიხატება. წიგნში სიცოცხლე ბევრად რთულია, ვიდრე სიკვდილი, თითოეული ეპიზოდი კი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო ამბავი.



7. შოუ ბაბუხადია - ბაყაყები

ადამიანს საკუთარი თავიდან გაქცევისა და სხვად გადაქცევის ცნობისწადილი უხსოვარი დროიდან მოჰყვება. მიზეზები შეიძლება სხვადასხვაგვარად დავინახოთ - ამგვარ სურვილს შეიძლება შინაგანი განცდები განაპირობებდეს, მაგრამ ასევე ის გარემო, სადაც ინდივიდს, პიროვნებას ცხოვრება წევს. მეტამორფოზა შეიძლება რთული გზა გამოდგეს, რომელიც დიდ მსხვერპლზე - საკუთარი თავის უარყოფაზე - გადის. ავტორი ქართული ლიტერატურისათვისაც კარგად ნაცნობ თემატიკას სრულიად ახალი, განსხვავებული და თანამედროვეობის ადეკვატური მხატვრული ხერხებით, აგრეთვე, უჩვეულო და სასიამოვნოდ გასაკვირი ოსტატობით ადმოგვცემს.



8. ვირჯინია ვულფი - ორლანდო

ვირჯინია ვულფი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად არის აღიარებული. "ორლანდო" მისი სხვა რომანებისგან განსხვავდება - ავტორი ხან მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირის გამოყენები ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას აციდან შეყვარებულ ქალად... ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და დღემდე რჩება ინტერესის, მჯელობის და კვლევის საგნად.



9. ურსულა . ლე გუინი - წყვდიადის მარცხენა ხელი

ეს ურსულა ლე გუინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები, სადაც მოქმედება პლანეტა გეთენზე ხდება - პლანეტას დამახასიათებელი კლიმატური პირობების გამო ზამთარს უწოდებენ. მთავარი გმირი ჯენლი, პლანეტების პოლიტიკო-ეკონომიკური კავშირის წარმომადგენელი. მისი მისიაა გეთენის ლიდერები ეკუმენთან გაწევრიანების გონივრულობაში დაარწმუნოს. ამ მისიაში მისი მთავარ მხარდამჭერად გეთენის ერთ-ერთი მკვიდრი იქცევა. თხრობის განვითარებისას ბევრ საინტერესო ამბავს ვიგებთ გეთენური რასის ფსიქოლოგიაზე, ისტორიასა და საზოგადოებრივ წყობილებაზე.



10. ჟან ჟენე - ნოტრ-დამ-დე-ფლერი

ნოტრ-დამ-დე-ფლერიფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია, რომელიც 1943 წელს გამოქვეყნდა. მარგინალი, შეშლილი, გენიოსი - ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში,  მის მიერ მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. რომანის პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს.



11. თამთა მელაშვილი - მარინეს ანგელოზები

მარინეს ანგელოზებითამთა მელაშვილის პირველი მოთხრობების კრებულია, რომელიც 2006-2017 წლებში დაწერილ ტექსტებს აერთიანებს. კრებულის გმირები სხვადასხვა ასაკისა და სტატუსის მქონე ქალები არიან. ისინი უმეტესად მარგინალურ ჯგუფებს წარმოადგენენ, რომელთა ხმა საჯარო სივრცეში ვერ აღწევს. კრებული მხატვრული ფორმით გვიყვება უსამართლობის, უთანასწორობისა და ჩაგვრის რეალობაზე.



12. ანდრე ასიმანი - შენი სახელი დამიძახე

ანდრე ასიმანისშენი სახელი დამიძახეგანსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. 17 წლის ელიო ზაფხულში მის მშობლებთან ჩასულ ამერიკელ სტუდენტს გაიცნობს და სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი საზაფხულო თავგადასავალი.



13. ელის უოკერი - იისფერი

ელის უოკერისიისფერიამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების ასეულში შეიყვანა. წიგნი ხშირად ხდებოდა  ცენზურის სამიზნე დაუფარავად წარმოდგენილი სექსუალური თემატიკისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო. მოქმედება ამერიკაში, ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში ვითარდება, სიუჟეტი კი 1930-იან წლებში აფროამერიკელი ქალების მძიმე ცხოვრებას გადმოგვცემს. ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიცერის პრემია და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო.



14. ელიფ შაფაქი - ევას სამი ქალიშვილი

ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სამი მეგობარი, სამი მუსლიმი ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლობს. მა უყვართ, სძულთ, ერთგულებენ, განიცდიან, ბრაზობენ, ღალატობენისე როგორც ეს ახალგაზრდებს სჩვევიათ. ასაკმა, მათმა გულწრფელობამ და უმანკოებამ თითქოს ყველა შეცდომა უნდა გააქარწყლოს, მაგრამ აღმოჩნდება რომ სამყარო ისევ ეჭვზე, ცოდვასა და ღვთისმოსაობაზე დგას, როგორც ევას დროს.



15. ალან მური - V ანუ ვენდეტა

"V ანუ ვენდეტა" თავისუფლების დაკარგვისა და ჩაგვრის ზეიმის შემაძრწუნებელი ამბავია.  უფრო შემზარავი კი ის არის, რომ წიგნში აღწერილი დისტოპიური, ტოტალიტარული სამყარო საკმაოდ იოლად წარმოსადგენია და ავისმომასწავებელ წინასწარმეტყველებას წააგავს. მოქმედება ინგლისის წარმოსახვით, ალტერნატიულ მომავალში ვითარდება, სადაც თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის მებრძოლი რევოლუციონერი, რომელიც V-ის სახელით არის ცნობილი, ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს ბოროტების დამარცხებას.