1
#pride2019

18.06.2020

"ღირსების მარში" - დოკუმენტური ფილმი

დოკუმენტური ფილმი „ღირსების მარში“ მოგვითხრობს თბილისში მცხოვრებ ქვიარ აქტივისტებზე და ქვეყნის ისტორიაში პირველი პრაიდის სამზადისზე. ამ პროცესს ხელს უშლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რადიკალური-მოძალადე ჯგუფები და ქვეყნის მთავრობაც კი. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანას ქვიარ აქტივისტებზე ძალადობის დიდი ისტორია დაუგროვდა. ძალადობის ფაქტები იმატებს მაშინ როცა მოძრაობა ძლიერდება და ქვიარები ხდებიან ხილვადები. 

ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და ანტი-რუსული სენტიმენტი ქვეყნის პოლიტიკური ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ლგბტ უფლებების დაცვა მნიშნველოვანი ინდიკატორია იმისა თუ რა მიმართულებით გააგრძელებს ქვეყანა განვითარებას. საქართველო არჩევანის წინაშეა ან უნდა აირჩიოს გზა სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცულია, ან დარჩეს რუსული გავლენის ქვეშ. ამ ხანგრძლივ ბრძოლაში „თბილისი პრაიდის“ აქტივისტები ცდილობენ იყვნენ მაქსიმალურად ხილვადები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ლგბტ ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

რეჟისორი: ჯონ იმსი

პროდიუსერი: კასანდრა რობერტსი

კომპოზიტორი: ტარა ქრიმი