1

23.06.2020

საერთაშორისო ქვიარ კონკურსი - Pride Stars

Pride Stars - საერთაშორისო კონკურსი ქვიარ ადამიანებისთვის, რომელიც პირველად 2016 წელს კანარის კუნძულებზე ჩატარდა. კონკურსი ადამიანებს საშუალებას აძლევს, აჩვენონ თავიანთი ნიჭი მსოფლიოს, გააგებინონ საკუთარი სათქმელი ფართო აუდიტორიას და იყვნენ ის, ვინც რეალურად არიან.

2020 წელს პანდემიის გამო, კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელი გახდა სახლიდან გაუსვლელად და სრულიად უფასოდ.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა ?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ რაიმე სახის ნიჭი აქვს, რომლის ჩვენებაც უნდა ფართო საზოგადოებისთვის. ეს შეიძლება იყოს ცეკვა, სიმღერა, სპორტული დადგმა, პერფორმანსი თუ ნებისმიერი სხვა რამ.

 

როგორ ჩატარდება კონკურსი?

1. იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ, საჭიროა სახლში გადაიღოთ ვიდეო, რომელიც თქვენს ნიჭს აჩვენებს.

2. საუკეთესო ვიდეოებს გადაარჩევს ეროვნული ჟიური ქვეყნის შიდა ფინალისათვის.

3. უფასო აპლიკაციის მეშვეობით, ადამიანები მთელი მსოფლიოდან აირჩევენ თავიანთ ფავორიტ კონკურსანტს.

4. ეროვნულ ფინალში გამარჯვებული კონკურსანტი ავტომატურად გადავა საერთაშორისო კონკურსში, რომლის გამარჯვებულიც გამოვლინდება 31 ოქტომბერს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

როგორ მივიღო კონკურსში მონაწილეობა?

1.       სახლში გადაიღე ვიდეო, რომელიც აჩვენებს შენს ტალანტს და ატვირთე Youtube-ზე.

2.       დარწმუნდი, რომ ვიდეო არის საჯარო (Public), რათა ხალხმა შეძლოს მისი ნახვა.

3.       წარადგინე საკუთარი თავი ვიდეოში: სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და მცირე ინფორმაცია შენ შესახებ.

4.       შეავსე სარეგისტრაციო ფორმა აღნიშნულ ბმულზე და დაელოდე პასუხს!

გაითვალისწინეთ: ვიდეოს ხანგძლივობა შეზღუდული არ არის, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ ვიდეო შეამცირონ თავიანთი სურვილის მიხედვით, ამის საჭიროების შემთხვევაში.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ Tbilisi Pride-ის Facebook გვერდზე.