1
    

აქტიურად დავეძებთ გრაფიკულ დიზაინერს - ვაკანსია

29.06.2020


რადგან ჩვენმა უსაყვარლესმა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ დაგვტოვოს და წავიდეს არც ისე შორეულ ბულგარეთში, საცხოვრებლად, ჩვენ აქტიურად დავეძებთ გრაფიკულ დიზაინერს.



ძირითადი მოვალეობები:


ბანერების შექმნა ციფრული არხებისთვის;

მუშაობა კონტენტ-კალენდრის მიხედვით;

სხვადასხვა პროექტებსა და კამპანიებში აქტიურად ჩართვა.


აუცილებელი უნარები:

PS, AI, After Effects პროგრამების ცოდნა;

გრაფიკული დიზაინის ტრენდებთან მეგობრობის უნარი;

ციფრულ ტექნოლოგიებთან მეგობრული ურთიერთობა.


სასურველი უნარები:

ინგლისური ენა და Adobe Premiere



სამუშაო განაკვეთი: არასრული

სამუშაო ადგილი: “თბილისი პრაიდის ოფისი

დამატებით: ძალიან მხიარული და ფერადი გუნდი



პორტფოლიო და CV, 13 ივლისამდე, გამოგვიგზავნეთ მეილზე: tbilisipride@gmail.com