
ლგბტ ადამიანების მხარდაჭერის გამო რუსეთმა მადონა 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა, რომელიც მომღერალმა არ გადაიხადა
21.07.2020
2012 წელს პოპ მუსიკის დედოფალი რუსეთის მთავრობამ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერი განცხადების გამო 1 მილიონი დოლარით დააჯარიმა, თუმცა როგორც მომღერალი წერს, ჯარიმა შეგნებულად არ გადაიხადა.
"მე აქ იმისთვის ვარ, რომ ხმამაღლა ვთქვა - ლგბტ ადამიანებს აქ და მთელ მსოფლიოში უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები!" - განაცხადა პოპ ვარსკვლავმა სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონცერტზე.