1
#Research
    

როგორ გავუმკლავდეთ ულტრამემარჯვენე მოძრაობებს

20.08.2020


ბოლო რამდენიმე წელია, ულტრამემარჯვენე ჯგუფები საქართველოში მეტად ხილვადები და ორგანიზებულები გახდნენ. საქართველოში ულტრამემარჯვენე მოძრაობა ერთიანდება ისეთი ღირებულებების ირგვლივ, როგორიცაა მიზოგინია, რასიზმი, ჰომოფობია და ანტიმიგრანტული განწყობები. ლგბტ თემი და მოძრაობა მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ამავდროულად, ისინი ემუქრებიან და საფრთხეს უქმნიან ადამიანის უფლებების სხვა აქტივისტებს და მოძრაობებსაც. ამ გამოწვევის საპასუხოდ, მოცემული კვლევა მიზნად ისახავს ულტრამემარჯვენე მოძრაობების მიმართ ლოკალური/რეგიონული ფემინისტური მიდგომის შემუშავებას. კვლევის ფარგლებში განხორციელდა ულტრამემარჯვენე მოძრაობების შესახებ არსებული ძირითადი თეორიული მიდგომებისა და კვლევების მიმოხილვა, აგრეთვე, ჩატარდა ინტერვიუები სხვადასხვა მიმართულების მკვლევარებსა და ექსპერტებთან (გენდერის მკვლევარები, მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარები, ძალადობრივი ექსტრემიზმის ექსპერტები...). დოკუმენტის ბოლო ნაწილში წარმოდგენილია კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.


Far-right Radicalism and De... by Tbilisi Pride on Scribd