1
    

10 ცნობილი ადამიანი, რომელიც ბისექსუალია

23.09.2020


ზოგადად ადამიანის სექსუალობს მიმართ მიმღებლობა უამრავ ქვეყანაში მზარდია, თუმცა ბისექსუალი ადამიანები ხშირად ამ რეალობის მიუხედავადაც კი უხილავები რჩებიან. ბისექსუალ ადამიანებს ხან ფარულ ჰომოსექსუალებს, ხანაც ჩამოუყალიბებლებს უწოდებენ, სწორედ ამ სტიგმის დასაძლევად 1999 წელს დაარსდა ბისექსუალთა ხილვადობის დღე - 23 სექტემბერი.

ამ დღის აღსანიშნავად, წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ადამიანს რომელიც ბისექსუალია.



1. ანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ერთ-ერთი პირველი ცნობილი სახეა, რომელიც ყოველთვის გახსნილად საუბრობდა საკუთარ სექსუალობაზე, ბრედ პიტთან ქორწინებამდე მას ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა მოდელ ჯენი შიმიზუსთან.



2. ბილი ჯო არმსტრონგი
პანკ-როკ ბენდი "გრინ დეის" ვოკალისტმა პირველად 1995 წელს განაცხადა საკუთარი ბისექსუალობის შესახებ და ისიც დაამატა რომ მისი აზრით ყველა ადამიანი ბუნებით ბისექსუალია, უბრალოდ სტიგმის გამო, ადამიანთა დიდ ნაწილში ეს ითრგუნება.



3. მეგან ფოქსი
ცნობილი მოდელი და მსახიობი მეგან ფოქსი, ბილი ჯო არმსტრონგის მსგავსად თვლის რომ ბისექსუალობა ყველა ადმაინის ბუნების ნაწილია.



4. მარლონ ბრანდო

მსახიობმა მარლონ ბრანდომ ჯერ კიდევ 1976 წელს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა რომ არაერთხელ ჰქონია კაცთან ურთიერთობა, ისევე როგორც ქალებთან. 




5. დრუ ბერიმორი

დრუ ბერიმორის სასიაყვარულო ცხოვრების შესახებ დიდი ხანია პრესას აღარაფერი გაუგია და როგორც თვითნ ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ შვილების აღზრდითაა დაკავებული, თუმცა 90-იან წლებში მისი სასიყვარულო ურთიერთობა ამერიკელ ჟურნალისტ ჯეინ პრატთან დიდი განხილვის საგანი იყო.




6. დევიდ ბოუვი

დეივიდ ბოუვიმ თავისი ბისექსუალობის შესახებ პირველად 1976 წელს განაცხადა, მოგვიანებით 1983 წელს კი ჟურნალ "როლინგ სტოუნზთან" საუბარში ეს განცხადება შეცდომად მოიხსენია, რადგან ბევრი პრობლემა შეექმნა მისი სექსუალური ორიენტაციის გამო. დეივიდს, ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა მიკ ჯაგერთან.




7. ფერჯი
ქორწინებაში ყოფნის დროს, მომღერალი ფერჯი პრესასთან საუბრისას ხშირად წუხდა რომ ერთადერთი ნაკლი რაც მის ქორწინებას ჰქონდა მასში სხვა ქალის არარსებობა იყო.




8. ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე მაკედონელი ქორწინებაში იყო 3 სხვადასხვა ქალთან, სამივეს პარალელურად კი ურთიერთობას ინარჩუნებდა მისი არმიის მთავრსარდალ ჰეფესტიონთან. ჰეფესტიონის სიკვდილის შემდეგ, ალექსანდრემ იმდენად შეწყვიტა საკუთარ ჯანმრთელობაე ზრუნვა, რომ ხშირად ისტორიკოსები ალექსანდრეს სიკვდილს ჰეფესტიონის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს უკავშირებენ.




9. მიშელ როდრიგესი
სერიალ "დაკარგულების" ვარსკვლავს, მისი მასკულინური როლების გამო, სტერეოტიპულად ხშირად ლესბოსელად თვლიდნენ, თუმცა მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ იგი ზედმეტად მრავალფეროვანი ადამიანია და მხოლოდ ერთი სქესის ადმაიანებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლება.




10. ჯორჯო არმანი

საკმაოდ ხანგრძლივი, 86 წლიანი ცხოვრების მანძილზე იტალიელი დიზაინერის ჯორჯო არმანის პირადი ცხოვრება თითქმის არასდროს მოხვედრილა მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა ამის მიუხედავად მას არ დაუმალავს რომ ბისექსუალია.